მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
25 ოქტომბერი

ოთხშაბათი
20:00
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
წარმოდგენა
თეატრი
ფოტო
მ ა რ თ ლ ა

25 ოქტომბერი, 20:00

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"

 

 

მ ა რ თ ლ ა

(თუ გინდა იყო ბედნიერი  - იყავი)

 

 

მანანა მენაბდის იგავ-არაკების მიხედვით

აბსურდი ერთ მოქმედებად

 

პიესის ავტორები:

მანანა მენაბდე 

კატო ჯავახიშვილი

ნინო სადღობელაშვილი

დამდგმელი მხატვარი -   მამუკა ტყეშელაშვილი  

კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი - დათო თავაძე და მანანა მენაბდე

ქორეოგრაფი  - მურო გაგოშიძე

ტექნიკური რეჟისორი - თამარ სესიაშვილი

 

მოქმედი გმირები:

პირველი  -  ნიკა ჩხაიძე

მეორე  - ცოტნე მეტონიძე

მესამე -  ანა მატუაშვილი

მეოთხე - ირინა გიუნაშვილი

მეხუთე  - თამარ ბზიავა

მეექვსე  - სალომე მიქაძე

მეშვიდე - ილიკო ჭეიშვილი

მერვე და მეცხრე - პიესის მსვლელობის დროც არ ჩანან, მხოლოდ იგულისხმებიან.

მეათე  - კახაბერ შარტავა

პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები პაატა ნაცვლიშვილის ლექსიდან „შესაკრებთა გადანაცვლება“

 პიესის კონცეფცია, რომელიც იგავების ენითა და ესთეთიკითაა გადმოცემული,  მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორია ადამიანის ბედნი სამყაროში - მისი მუდმივი სწარაფვა როგორც სრულყოფილებისკენ, ასევე ძალაუფლებისაკენ, მისი ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან,  მუდმივი თყუილი საკუთარ თავთან - ამქვეყნიური დიდება, რომელიც  წარმავალ სამყაროში ნგრევით მთავრდება ...

         იდეის აბსტრაქტული გაგება, რომელიც რეალობის თავისებურ აღქმას გვთავაზობს, იმ რეალობისას, რომელსაც ის არ შეესატყვისება და სწორედ ეს შეუსატყვისობა იწვევს ირონიულ და გროტესკულ ეფექტს, რომელასც პიესის აბსტრაქტულ გაგებამდე მივყავართ.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ /მ. თუმანიშვილი/

 კინოსტუდია ‘ქართული ფილმის’ ბაზაზე  1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა   თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი  კი „თუმანიშვილის სკოლის“  მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.

დაიწერა უმკაცრესი ‘კანონთა კრებული,’ იმპროვიზაცია შემოქმედების ქვაკუთხედად იქცა და ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშებით დახვეწილი სპექტაკლები გაჩნდა აფიშაზე. „ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ ‘გლობუსში’ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ. ზოგჯერ სინათლის ნაცვლად ჭვარტლი ვართ“ /მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი/

რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლები, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია,  ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყურებელს.

1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა.

დღეს „თუმანიშვილში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ, სამხატვრო ხელმძღვანელია ქეთი დოლიძე / თეატრის დამფუძნებელი/, დირექტორი ზურაბ გეწაძე, მსახიობი და რეჟისორი. თეატრში ისევ ის ლიტნაწილია, ვინც თუმანიშვილთან ერთად მუშაობდა და  რასაკვირველია, ისევ ის დასი, დიდი პედაგოგის გამოცდილება რომ გაიზიარა.  

მათთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა  დგას სცენაზე. ისინი ადრეც გამუდმებით მოდიოდნენ და კვლავ მოდიან თეატრში.  ანსამბლურობის პრინციპით, ყველანი ერთად ცდილობენ  ‘ასახონ თანამედროვეობა’, გულწრფელად, საინტერესოდ ისუბრონ მაყურებელთან და არასოდეს არ დაივიწყონ, რომ „ სცენის ფიცარნაგი თუმცა ოდნავ, მაგრამ მაინც, უფრო ამაღლებული ადგილია, ვიდრე სხვა ყველაფერი“. და რომ ეს თეატრი სხვა თეატრებისაგან განსხვავებულია და ეს განსხვავება არ უნდა დაიკარგოს.

რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ . თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“.  მათში თანდათან შედიან ახალგაზრდები, რათა ეზიარონ ძველ გამოცდილებას. იგრძნონ ატმოსფერო.

თეატრის აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები, მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით და ქმნიან ახალ სპექტაკლებს; მიხეილ მარმარინოსის „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდის „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“, გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმა“, რომელმაც,  ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე, ნინო ხარატიშვილის „მრისხანება“, მიკელე პანელას „არ გვიხდიან, არ გადავიხდით“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქეთი დოლიძის მიერ 2015 წელს დადგმული ტენესი უილიამსის „ტრამვაი-სურვილი“,  /ნინელი ჭანკვეტაძე ბლანშის როლში,  ახალგაზრდების ფეიერვერკული ანტურაჟით/რომელმაც 2016 წლის ედინბურგის ფესტივალზე ხუთი ვარსკვლავის გარდა რეცენზიების ისეთი კასკადი მოიტანა, რომ თუმანიშვილის „დონ ჟუანის“ წარმატება მოაგონა მთელ ფესტივალს. ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ 2016 წ. /ზურაბ ყიფშიძე ლირის როლში  ახალგახრდა მსახიობებთან ერთად/ მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა. 

ყველას ნახვა
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com