მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
07 ნოემბერი

ორშაბათი
20:00
კინოთეატრი "ამირანი"
თბილისი, კოსტავას ქ. 36
წარმოდგენა
თეატრი
მშვენიერი ქალი კინოთეატრებში (2016)

7 ნოემბერი,20.00

ფესტივალის „საჩუქარი“ 2016 იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას 
      

ფოკუსშია იტალია

„მშვენიერი ქალი კინოთეატრებში“ (2016)

დოკუმენტური ფილმის ჩვენება და საჯარო დისკუსია ფილმის ავტორსა და რეჟისორთან ჩეჩილია ცოპელეტოსთან

კინოთეატრი „ამირანი“

მცირე დარბაზი

მერაბ კოსტავას ქუჩა 36/1, თბილისი 0171

 

ფილმის შესახებ:

ჩეჩილია ზოპელეტოს დოკუმენტური საგა „La Belle at the Movies“ („მშვენიერი ქალი კინოთეატრებში“) განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი ფილმია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც ძალიან გამოკვეთილია ამ ფილმში, ეს არის კონცეფციის და კონცეფტუალური ჩანაფიქრის ძლიერი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დოკუმენტურია, ხოლო მკვეთრად გამოკვეთილი კონცეფტუალური დატვირთვის ატრიბუტი მხატვრული ფილმისათვის დამახასიათებელი ელემენტია, ეს ამ ფილმს განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს.

ეს არის ფილმი რომელიც აფრიკის ერთ-ერთი ქალაქის ისტორიაზე გვიამბობს. როგორ იცვლება ის, როგორ იცვლება საზოგადოება, მთელი ქვეყანა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ნადგურდება და ქრება ჩვენი ცხოვრებიდან თითქოს და უმნიშვნელო ელემენტები, ხოლო ამ გაუჩინარების შედეგად მიღებული ცვლილებები კოლოსალურია... შეუქცევადი და ხანდახან კატასტროფულიც კი.

ყველას ნახვა

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com