ჩვენ შესახებ

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წელს დაფუძნდა საქართველოში, ქართული სახელმწიფოს, საერთაშორისო დირექტორატის საბჭოს და ქალბატონი ქეთი დოლიძის მიერ. იგი პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991), რომელიც ყოველწლიურად იმართება და ბოლო წლების მსოფლიო პრემიერებით თეატრის, ცეკვის, დრამატურგიის, ლიტერატურის, სასცენო მხატვრობის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს თბილისში.

 

ფესტივალი „საჩუქარი“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად,
დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და
საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერით სარგებლობს. იგი
საერთაშორისო დირექტორატის მიერ იმართება: ფესტივალის საერთაშორისო
დირექტორატის წევრებთან კონსულტაციების შედეგად წყდება ფესტივალის
პროგრამა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია
ქალბატონი ქეთი დოლიძე.


 

 

„საჩუქარ“-ს თავისი საკუთარი ლეგენდა გააჩნია, სადაც თბილისში
ჩამოსული ხელოვანები სპექტაკლებს უჰონორაროდ მართავენ, საჩუქრად
ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებელი განვითარებისთვის მტკიცე
საფუძველს აშენებს , ისევე როგორც ძლიერი მტრისაგან თავის დასაცავად.
ასეც ხდებოდა 1997 წლიდან დაწყებული, რა პირობითაც მუშაობა, 5 წლით
რეპრესირებულმა ფესტივალმა, 2012 წლიდან ვეღარ შეძლოდა ეს უნიკალური
მიღწევა ფესტივალის ლეგენდად დარჩა. თუმცა აღდგენილი ფესტივალის ახალი
სტრატეგია ქვეყანათაშორისი თანამაშრომლობის მნიშვნელოვანი ფორუმების
ორგანიზება გახდა თბილისში, რის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება
ეძლევა გაეცნოს კონკრეტული ქვეყნის წამყვან ქორეოგრაფიას, დიზაინს,
მუსიკასა და ზოგადად მხატვრულ ესთეტიკას. მნიშვნელოვანი წვლილი ასეთი
ფორუმების მართვისას ტრადიციულად კულტურის სახელმწიფო ფონდებსა და
სამინისტროებს შემოაქვთ მთელი მსოფლიოდან, რაც ფესტივალის ძლიერი
ინსტიტუციური კრედიტი და მტკიცე საერთაშორისო მანდატი გახლავთ.

 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
საკითხი უკვე აღარაა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს პრობლემა, რადგან
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მან
გლობალური ხასიათი შეიძინა. მხოლოდ გასული 20 წლის მანძილზე და
პირველად 1991 წელს აღგენილი დამოუკიდებელი საქართველო, საერთაშორიოსო
რუქაზე საკუთარი უნიკალური ხელოვნებით და ამ კონკრეტულ დროს
საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ საშუალებით დამკვიდრდა. ფესტივალი
„საჩუქარი“ გააშუქა მსოფლიოს წამყვანმა არხებმა და ეროვნულმა
პერიოდკამ. მისი საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა გასცდა
მოსალოდნელ შედეგებს. BBC, CNN, Reuters ,The Times, Heralds, The
Scotsman დაბეჭდილი სტატიები და რეცენზიები დღემდე ჩვენს არქივში
ინახება.

 

ფესტვიალის პრინციპი საუკეთესო უახლესი სახელოვნებო ნაწარმოებების
იმპორტია საქართველოში, მაღალ- მხატვრული მრავალფეროვნების გარანტიით,
თაობების განათლებისა და სახელოვნებო ჰორიზონტის გაფართოვების მიზნით
და რაც მთავარია, ხელოვნების ენციკლოპედიური მნიშვნელობის თანახმად
„მშვენიერების ან ემოციური ძალის შესაფასებლად.“

 

25.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე