უმზითვო

27, 28 ოქტომბერი
უმზითვო
20:00
რუსთაველის თეატრი (დიდი სცენა)
დიმიტრი კრიმოვის ლაბორტორია, დრამატული ხელოვნების თეატრალური სკოლა და  პროდუსერი ლეონიდ რობერმანი
წარმოგიდგენთ
ალექსანდრე ოსტროვსკის პიესას „უმზითვო“


 

სპექტაკლის ხანგძლივობა: 2 საათი და 40 წუთი. ერთი ანტრაქტით

 

დიმიტრი კრიმოვი რუსული რეალიზმის საყოველთაოდ აღიარებული მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე ოსტროვსკის პიესის „უმზითვო“ინტერპრეტაციით, თავად გვესაუბრა რუსულ ცხოვრებაზე. „მეტი დრამატურგია, მეტი ყურადღება ტექსტუალურ წყაროზე და მცდელობაზე გადავწმინდოთ მტვერი პიესას, რომელიც ყველას აქვს წაკითხული ბავშვობაში“ აზუსტებს რეჟისორი და გულისხმობს საკუთარი დროის გამოცდილებას, იმავდროულად როგორც მწერლის, რომლის მტკიცე ფსიქოლოგიზმს კარნავალურობისკენ მივყავართ, პათეტიკისა და გროტესკისკენ, სერიოზული ყოფითი ცხოვრების კომიკურ პირობითობამდე და აი, პარადოქსიც: ჩნდება თანამედროვე აგრესიული დრამატურგია, რომლის გულშიც გრძნობ ცხოვრების დინებას, მის თამაშსა და საიდუმლოს.

„სპექტაკლი „რუს კარმენ“-ზე მოგვითხრობს, რომელიც რომანტიკულ და დეზერტირი ტორეადორების ნაცვლად, საქმოსნების იერარქიულ, მრისხანე გუნდში აღმოჩნდება.  პიესის გმირები, უცნაური და გამოგონილი სახელებით (მაგალითად მოკი პარმენიჩი, ან ხარიტა იგნატიევა), რუსული შავი „კომედია დე ლ’არტეს“ პერსონაჟებად იქცევიან, დრამატურგი კი განსაუთრებული ჟანრის ფუძემდებელად რუსულ ლიტერატურაში“ - ვკითხულობთ  დრამატული ხელოვნების თეატრალური სკოლის სპექტაკლის ანონსში.

კრიმოვის ხელმძღვანელობით, მის მსახიობებს კლასიკური ტექსტების თავისუფალი ინტერპრეტირების ბრწყინვალე უნარი გააჩნიათ. წარმოდგენა დიმიტრი კრიმოვის მორიგ საკულტო მოვლენადაა აღიარებული. იგი დაჯიდლოვებულია საუკეთესო რეჟისურასა და ქალის წამყვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ტორუნი 2018) პოლონური წამყვანი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის “Kontakt” მიერ  და პრემიის "თეატრალის ვარსკვლავი"  2018 წლის ლაურეატია. (ერთადერთი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია რუსეთში, რომელსაც მაყურებელი სიმპატია განსაზღვრავს).

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი კრიმოვი

სცენოგრაფია: ანა კოსტრიკოვა

ვიდეო დიზაინერი: ელიზავეტა იურევა

ქორეოგრაფი“ ანატოლი ვოინოვი

მონაწილეობენ: სერგეი მელკონიანი, მარია სმოლნიკოვა, კონსტანტინე მუხანოვი,  ვადიმ დუბროვინი, ევგენი სტანცევი, გიორგი ტოკაევი, ალინა ხოჯევანოვა, ქრისტინა პივნევა, ელიზავეტა იურევა, ვალერი გურიანოვი, კირილ ფეოდოროვი, სერგეი ნაზაროვი, არკადი კირიჩენკო

24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე