"იოკაი" (ნორვეგია)
მიმოდრამის თეატრი "კრამპლ" (Krample)
ჟაკ ლეკოკის თეატრალური სკოლის ჯგუფი


სპექტაკლი "YOKAI" დაჯილდოვებულია პირველი პრიზით Les Plateaux du Groupe Gestes 2016 წელს Théâtre de Châtillon, Paris და აღაირებულ იქნა, როგორც საუკეთესო ახალი თეატრალური დასი.

 

 




სპექტაკლი "YOKAI" დაჯილდოვებულია პირველი პრიზით Les Plateaux du Groupe Gestes 2016 წელს 
ცეკვის, ჯადოსნობის, პოეზიის და უბრალოდ ბავშვური სისულელის ნაზავი, თანამედროვე ზღაპარია იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ იმედი სასოწარკვეთის წუთებში. იუმორითა და კლოუნადით მონაყოლი ამბავი, ირონიული დისტანციით ხედავს ცხოვრების ჩვეულ მოვლენებს: ტრაგიკულსა თუ ბედნიერს. და განსაკუთრებული ესთეტიკით მდიდარი თეატრალური დასი კიდევ ერთ წარმოდგენას გვთავაზობს. მარსელ მარსოს და ჟაკ ლეკოკის ნამოწაფართა ნამუშევარი საუკეთესოდ დასახელდა Théâtre de Châtillon, Paris და დასს საუკეთესო მომავალი უწინასწარმეტყველეს.

სპექტაკლში არაფერს გვიყვებიან იაპონური ფოლკლორიდან, არც იოკაის ბოროტი ზრახვა თუ ავი სულების ოინებზეა პიესა. აქ ამბის გმირები, უკაცრიელ ადგილას, ახალ სამყაროს გვიქმნიან პატარა საგნებით, უცაბედი შემთხვევებით, განცდებითა და იმედებით და თანამედროვე პანტომიმის თავისებური, სკანდინავიური წარმოდეგნებით, თხზავენ ადამიანის სხეულის ენას, რომელითაც ბარიერის გარეშე გამოხატავენ საკაცობრიო სათქმელს.


ჟაკ ლეკოკის
საერთშრისო თეატრალური სკოლ

დიდი ფრანგი მსახიობის, პანტომიმისა და მოძრაობის ლეგენდარული პედაგოგის ჟაკ ლეკოკის გარდაცვალების შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა. ევროპის ცნობილი კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, მისი სკოლის უპირობო გავლენას თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაზე. თანამედროვე მიმოდრამის ოსტატმა მილანში კომედია დელ'არტეს შესწავლისას ჯორჯო სტრელერი გაიცნო და მასთან ერთად პიკოლოში დრამატული სკოლა შექმნა. 1956 წელს კი პარიზში საქმე დამოუკიდებლად განაგრძო და მთელი თაობა გაზარდა გენიალური არტისტებისა და რეჟისორების, რომელთა შორის არიან: მნუშკინი, საიმონ მაკბერნი, ჯული ტეი, მორი, იასმინა რიზა, სტივენ ბერკოფი და სხვა.

24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე