სიმულაკრი
12, 13 ნოემბერი
მარჯანიშვილის თეატრი
20:00
თეატრალური დასი „ზამთრის სტუმრები“
ქორეოგრაფ ალან ლუსიენ ოიენის ხელმძღვანელობით
წარმოგიდგენთ
„სიმულაკრი“



დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი: ალან ლუსიენ ოიენი

კაბუკის ქორეოგრაფია და მუსიკალური გაფორმება „ნაცუე“ ეკუთვნის  კანჯურო ფუჯიმას (იაპონიის ნაციონალური საგანძურის, კანჯურო ფუჯიმა IV-ის შვილიშვილს და  კაბუკის დღევანდელი წამყვანი ქორეოგრაფის კანსო ფუჯიმას შვილს)

ტექსტის ავტორი: ენდრიუ უეილი
მხატვარი: ასმუნდ ფერავანგი და ენდი კავატორტა
მონაწილეობენ: შოჯი ფუჯიმა და დენიელ პროიეტო

“სიმულიაკრი“ მრავალი ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 77 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვერდაა.  თეატრისა და ცეკვის დისციპლინათა შერწყმით, ისევე როგორც იაპონური კაბუკისა და ესპანური ფლამენკოს ტრადიციების, თანამედროვე ევროპის თვალსაჩინო ქორეოგრაფმა, ნორვეგიელმა ალან ლუსიენ ოიენმა, საოცნებო წარმოდგენა დადგა.
„სიმულიაკრი“ ინტუიციურ-მედიტაციური, მულტი-დისციპლინარული წარმოდგენაა, სადაც  კაბუკისთვის დამახასიათებელი მკაცრი ფორმალურობა ფლამენკოს სიამაყით გაჯერებულ ენერგიას ერწყმის და თანამედროვე ცეკვის ინსტინქტურ ენას თხზავს. დინამიურსა და ფიზიკურს, რომლითაც წარმოდგენაში დაბალანსებულია განსხვავებული რწმენები, შეხედულებები, გრძნობისა და განწყობის გადმოცემის სხვადასხვაგვარი კონტექსტი, რომელიც მთლიანობაში კაცობრიობის ერთიანი ენერგიაა.
სპექტაკლში  „სიმულიაკრი“ კულტურათაშორისი წინააღმდეგობა, მოცეკვავეთა იმედგაცრუებული სულისკვეთება - თითქოს წაქეზებაა ხელოვანისთვის, შეექმნა ახალი ნაწარმოები. სადაც ოიენმა ფუნდამენტური კლასიკური როლების მოდელირების შედეგად, შექმნა ნახევრად გამოგონილი ამბავი განსხვავებული კულტურების, იდენტობის, მსოფლმხედველობის წონასწორობის დაცვით, სადაც სამყაროს ენერგია ერთიანდება.
სპექტაკლში გამოყენებულია აუდიო-ვიზუალური ინსტალაციები, ცოცხალი ჩართვები და საუბრები. შექმნილია მრავალ კონტექსტური გარემო როგორც ინტიმური ურთიერთგავლენის უზრნულვესაყოფად, ასევე განსხვავებული ჩვევებისა  და შეხედულების დასაფიქსირებლად, რაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გადაკვეთისა და თანაარსებობის ალეგორიაა ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ.

მოკლე სინოფსისი
თეატრალური დასის „ზამთრის სტუმრები“-ს  მიერ შექმნილი ახალი ვიზუალური  საცეკვაო წარმოდგენა  ორი განყოფილებისგან შედგება, რომელიც ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.  78 წლის შოჯი კოჯიმა იაპონიიდან ესპანეთში, ემიგრაციაში მიემგზავრება, რათა ფლამენკოს ოსტატობას დაეუფლოს, ხოლო 32 წლის არგენტინელი მოცეკვავე დანიელ პროიეტო  - იაპონიაში,  კაბუკის ქალის როლის „ონნაგატას“ შესასწავლად. ორივე მოცეკვავემ შველა, ტრამვული წარსულის დასავიწყებლად, ცეკვაში იპოვა:  ბუენოს აირესის ქაოტური, ღარიბი ცხოვრებისგან დასაღწევად,  თუ  უსახლკარო ბავშვობის თანმდევი ტკივილისგან გასათავისუფლებლად.  წარმოდგენაში ორი გამოჩენილი, არაერთი ჯილდოს მფლობელი მოცეკვავე ცდილობს გეოგრაფიული და კულტურული საზღვრების მიღმა, გამოიკვლიოს მეხსიერების ფენომენი, ამოიცნოს ვნების, იდენტობის და მორალის ის წილი, რომელიც ხელოვნების შექმნისას აუცილებელია ნამდვილი ხელოვანისთვის.
78 წლის შოჯი კოჯიმა,  ბიძამ  ახალგაჩენილი იშვილა, რადგან დედას მისი გადარჩენის სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მოცეკვავეს წლები დასჭირდა ამ ფაქტის და განცდის გასათავისებლად, რაც  ფლამენკოს მკაცრ და სასტიკ ხასიათში მოაქცია და რამაც კოჯიმა ესპანეთში გადაასახლა 1966 წელს.
დანიელ პროიეტო საკმაოდ მძიმე გარემოემბში დაიბადა ბუენოს აირესში. მისი ბრძოლა ეპოვნა ფორმა, რომელიც დანიელის სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა, ბალეტის ზუსტ წესრიგს საჭიეოებდა. კაბუკის ცეკვის ტრადიციისა და თანამედროვე ცეკვის გაერთიენბით, პროიეტომ ამას მიაღწია და ამჟამად ფუჯიმას ოჯახი „ონნაგატას“ როლს აცნობს და ასწავლის ტოკიოში, რაც ძალზედ იშვიათი შემთხვევაა.
24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე