STATE
14 ნოემბერი 20:00
15 ნოემბერი 18:00
სამეფო უბნის თეატრი
ნორვეგიული ფოკუსი
ინგრი ფიკსდალი წარმოდიგენთ
STATE
(ნორვეგია/დანია)







კონცეფცია და ქორეოგრაფია: ინგრი ფიკსდალი
კონცეფცია და დრამატურგია: იონას კორელ პეტერსონი
კომპოზიტორი: ლასე მარჰაუგი
კოსტიუმების მხატვარი: ჰენრიკ ვიბსკოვი
იდეა განხორციელეს მოცეკვავეებმა: ნურია გუიო საგარა, როზალინდ გოლდბერგი, რანეი გრენე, ჯეფრი იანგი და ლუის შოუ-ჰასენი
მუსიკოსები: ანია ლაუვდალი, ჯეიდა იოჰანესდოტირ მობეკი
პროდუსერი: ნიკოლ შოკარდი
სპექტაკლში გამოყენებულია კვამლი, კაშკაშა შუქი და ხმამაღალი მუსიკა

ნორვეგიელი ქორეოგრაფის ინგრი ფიკსდალის და დანიელი რეჟისორის იონას კორელ პეტერსონის  თანამშრომლობით განხორციელებული წარმოდგენა STATE, ჟანრობრივად საკონცერტო ელემენტებს სესხულობს და ცნობილი დანიელი დიზაინერის - ჰენრიკ ვიბსკოვის შექმნილი კოსტუმებით, ცოცხალი ინსტალიაციის ფორმა გააჩნია. მხოლოდ ლასე მარჰაუგის ხმაურის მუსიკაზე დაძრული სტატიკა, რიტუალური ცეკვის ანთროპოლოგიურ კვლევაში ეპატიჟება მაყურებელს და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
წარმოდგენა მართალია უნივერსალურ ანთროპოლოგიურ წყაროს ეყრდნობა, თუმცა საკუთარი ინდივიდუალური გამოხატვითა და ინტერპრეტაციით შესრულებულმა დადგმამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სპექტაკლის შექმნისთვის გაერთიანდა ახალგაზრდა ტალანტი და ნორვეგიული თანამედროვე კულტურის თვალსაჩინო ენერგია შემოგვთავაზეს.
წარმოდგენის სახელწოდება STATE (სახელმწიფო, მდგომარეობა, განცხადება, სიტუაცია, ფორმა, რანგი და ა.შ) მრავალი სიტყვის ლექსიკური ომონიმია. (ბერძნულად homōnymos ნიშნავს სიტყვებს, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო მნიშვნელობით და წარმოშობით განსხვავდება.) საინტერესოა, რომ სპექტაკლის ნორვეგიელი ავტორები არ თარგმნიან წარმოდგენის სათურს, არამედ მაყურებლს სთავაზობენ თავად განმარტონ და მიუსადაგონ მისი ომონიმური მნიშვნელობებიდან ერთ-ერთი.
წარმოდეგნა შეიძლება ანთროპოლოგიურ კვლევად ჩავთვალოთ, მსოფლიო რიტუალური ცეკვის ერთგვარ დათავლიერებად, მაგრამ ამავე დროს აშკარაა მისი ძალიან სპეცფიური ხასიათიც.
„წარმოდგენაში STATE ინგრი ფიკსდალმა შექმნა სამყარო საკმაოდ რთული მასალიდან, სადაც არც ერთი დეტალი არაა შემთხვევითი, ეს იქნება შუქჩრდილი, ხმა თუ მოძრაობა.  აქ მუსიკალური გაფორმება აპოკალიფტურ მაშტაბებს იძენს. ნამუშევარი განსაცვიფრებელია, უკომპრომისო და თვალსაჩინო თავდადებით შექმნილი“  (Bergens Tidende, ნორვეგიის ეროვული პერიოდული გამოცემა)
ინგრი ფიკსდალი (1982) ქორეოგრაფი და ნორვეგიის სახელოვნებო კვლევითი პროგრამის მკვლევარია. მის ნამუშევარში მნიშვნელოვნადაა აქცენტირებული  ხმის, შუქის,  ქორეოგრაფიის, კოსტუმისა და დიზაინის ფაქტორი. ფიკსდალის შემოქმედების  მიმდინარე თემაა რიტუალი, მისი გარდაქმნის და ინტერპრეტაციის თანდაყოლილი უნარი, რაც საბოლოო ჯამში ამ პროცესში ჩართული მოცეკვავეების შემოქმედების სახასიათო ნიშანი ხდება. აქედან გამომდინარე, ცნობიერებასა და გავლენის ფაქტორებს შორის ურთიერთობა მისი წარმოდგენების ცენტრალური იდეაა.
იონას კორელ პეტერსონი უკვე დამკვიდრებული რეპუტაციით სარგებლობს ნორვეგიის თეატრალურ სამყაროში და არა მხოლოდ. იგი ოსლოს ნაციონალური თეატრის წამყვანი ახალგაზრდა რეჟისორია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მან თეატრალური მეცნიერებები შეისწავლა, ხელოვნების ისტორია, ფილოსოფია და შემდეგ ოსლოს სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა.
მრავალ ჯილდოს შორის, იონას კორელ პეტერსონი ევროპის მნიშვნელოვანი პრიზის European Fast Forward Prize მფლობელია, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი (2010), სპექტაკლისთვის „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ (იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მიხედვით). ასევე ნიშანდობლივია „ტრონდელაგ თეატრში“ დადგმული „იმედი და სიყვარული“, ბრაუნშვაიგის ოპერაში განხორციელებული „ოტელო“ და სხვა.
ჰენრიკ  ვიბსკოვი (1972) დანიელი დიზაინერია. იგი ახალი სკანდივანიური (ნორდული) მოძრაობის  ერთ-ერთი ფუძემდებელია და 21-ე საუკუნის დიზაინის, თანამედროვე მუსიკისა და აზროვნების მედროშედ ითველბა ევროპაში, რომლის სამაგალითო კარიერა  დასაწყისიდანვე სასტარტო გასროლად მიიჩნიეს ჩრდილოეთ კონტინენტზე და ნორდული ესთეტიკის თანამედროვე გმირად აქციეს.
„ჰენრიკ ვინსკოვი“ მოდის სამყაროში ევროპაში ცნობილ ი ეტიკეტი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდის სახლია. ჰენრიკი ლონდონის, სან მარტინის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია (2001 წელი). მისი ნამუშევრები გამოფენილია ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA), პარიზის ტოკიოს სასახლეში, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში ICA, ტოკიოს კიოუმიცუ-დერა სასახლეში, ვაშინგტონის ტექსტილის მუზეუმი და სხვა.  ჰენრიკი კოსტიუმების მხატვარია არა ერთი ოპერისა და სპექტაკლებისათვის, ოსლოს ოპერისთვის, Hotel Pro Forma და თავად ბიორკისთვის, მისი საოპერო წარმოდგენისთვის  „Medúlla“ (La Monnaie Theatre ) რომელიც ბრიუსელში გაიმართა 2015 წელს.
24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე