SHOW
15, 16 ნოემბერი
რუსთაველის თეატრი
20:00
ჰოფეშ შეხტერის დასი წარმოგიდგნეთ
სანახაობა
SHOW
(შემოსვლა. ჯამბაზები. გასვლა)
(THE ENTRANCE.CLOWNS.THE EXIT)



ქორეოგრაფია და მუსიკა: ჰოფეშ შეხეტერი
განათების  დიანზაინერები: ლი კურანი და რიჩარდ გოდინი
წარმოდგენას ასრულებს ჰოფეშ შეხტერის დასის მეორე შემადგენლობა
მოცეკვავეები: რილი ვოლფი, ჯულიეტ ვალერიო, ზუნურ საზალი, ადამ ხაზმურადოვი, ნატალია გაბრიელჩიკ, ემა ფარნელ-ვოტსონი, რობისონ კასარინო და ნეალ  მაქსველი.
წარმოდგენა განხორციელებულია მანჩესტერის ლირიკ ჰამერსმიტის, ტეატრო რეჯიო ემილიასა და ბრაიტონის ატენბოროს შემოქმედებითი ხელოვნების ცენტრის მიერ


„სიტყვები 'აპოკალიპსი' და 'განსაცვიფრებელი' იშვიათად გვხვდება ერთსა და იმავე წინადადებაში. მაგრამ უცაბედად წარმოთქვამ მაშინ, როცა ქორეოგრაფის, მუსიკოსის და პროვოკატორის ჰოფეშ შეხტერის გამორჩეულ ტალანტზე საუბრობ, საცეკვაო ხელოვნების მსოფლიო ასპარეზის შეფასებისას." წერს გაზეთი თაიმსი, კვირის თაიმსი, 10 სექტემბერი, 2017
მკვლელობა, შოუბიზნესი და ხალხური ცეკვა წარმოუდგენელია ერთ იდეას დაუკავშირო, თუმცა ამ სიტყვებით მხოლოდ გარეგნულად ხასიათდება შეხტერის წარმოდეგნა „სანახაობა“, რომელიც ჯამბაზებზე გვიამბობს, ისინი მრისხანე და საზიზღარი მკვლელები არიან. მასხარები, თამაშ-თამაშში იცვლიან სტატუსს შოუმენსა და ჯალათს შორის. ყელს გამოსჭრიან თუ არა თავიანთ მსგავს, ცისკენ მიმართული ხელებით, სწრაფად გადაეშვებიან შეხტერის მუსიკის პერკუსიულ რითმში და გულისცემის ხმოვან ლანდშაფტში, მათ მრისხანე ფუსფუსს სადღაც ქაოსში, ამაოებაში გაყავხარ. ეს ჰოფეშის კომენტარია პოლიტიკის აბსურდულ , გამანდგურებელ, დამღუპველ თამაშზე, ან უბრალოდ დღევანდელ მსოფლიო „სანახაობაზე“.
შეხტერის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავეების მიერ შესრულებული წარმოდეგნა, ქორეოგრაფის უნიკალური საცეკვაო ლინგვისტიკის სამაგალითო ნიმუშია. ცეკვის ფორმით გადმოცემულ  ველური პრიმატის რითმულ ბაჯბაჯს, შორეული სოფლის ძველებური ნადიმის ანალოგსა თუ ჰალუცინოგენურ ილუზიას, ფსიქოდელიურ ტრანსში გადავყავართ.  ხელების ‘ფსევდო-რიტუალური’ ქნევა ცისკენ კი უცნაური სიმბოლოა: ერთგულებისა და დაუმორჩილებლობის ერთდროულად. ვედრების და ღვთის გმობისაც,  კაცთაკვლითა და დაუნოდბლობით.
ცნობილმა ქორეოგრმა „ჯამბაზები“ 2016 წელს ნიდერლანდების ცეკვის თეატრთან ერთად დადგა, თუმცა ჰოფეშის იდეას მაინც ზღუდავდა გარკვეული კრიტერიუმები ,რის გამოც წარმოდგენამ მთლიანად იცვალა სახე და შეხტერის მეორე დასის, ახალგაზრდა მოცეკვავეების (18 დან 25 წლამდე) შესრულებით 2017 წლიდან  საერთაშორისო ტურზე გაემართა. ახალგაზრდა თაობის მიერ ერთმანეთის გამეტება და მათ შორის ცეკვა-ცეკვით გათამაშებული მრისხანე „სანახაობა“ გაცილებით მაღალ აკორდს იღებს და როგორც გაზეთი თაიმსი წერს სიტყვებს 'აპოკალიპსი' და 'განსაცვიფრებელი' ერთდოულად წარმოსთქვავ, რადგან ახალგაზრდა თაობის მრისხანე დაპირისპირებას და მკვლელობამდე მისულ ახირებას სამყაროს დასასრულისკენ მივყავართ.
ბრიტანეთში დაფუძნებული „ჰოფეშ შეხტერის თეატრი“ თანამედროვე საცეკვაო მუსიკის, როკის,  ატმოსფერული მუსიკის კოლექტიურ ჟღერადობას ხალხურ ელფერს სძენს და  კომპოზიტორი ქორეოგრაფის ებრაული ფესვებით მისი ექსტრაორდინალური შემოქმედების უნიკალურ ხასიათს ხსნის. თუმცა საერთაშორისო მოცეკვავეების ცნობილი თეატრი „ჰოფეშ შეხტერი“  გამორჩეულია დასის უსაზღვრო პოტენციალით, რომლის ყოველი ახალი პრემიერა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე