"სიზმრების ქსოვილი"
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, სარდინიის ნაციონალური თეატრი,
იტალიის კულტურული მემკვიდრეობის და ღონისძიებების სამინისტრო (MIBACT)
ქალაქ კალიარის მუნიცეპალიტეტი (Comune di Cagliari), სარდინიის ფონდი (Fondazione di Sardegna) და იტალიის საელჩო თბილისში წარმოგიდგენთ
„იტალიური ფოკუსი 2018“
„სარდინიული კულტურის დღეები საქართველოში“
"სიზმრების ქსოვილი"
(La stoffa dei sogni)



ფილმი დაჯილდოვდა იტალიის კინო აკადემიის მთავარი პრიზით The David di Donatello (2017)
ასევე რომის საერთაშორისო პრესის ასოციაციის პრიზით „ოქროს გლობუსი“ (2017)


La stoffa dei sogni ("სიზმრების ქსოვილი“) პატარა თეატრალური დასის უცნაურ თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ხომალდის ჩაძირვის შედეგად მიტოვებულ კუნძულზე აღმოჩნდება, კამორის წევრებთან ერთად (!) (კამორა იტალიაში ბანდიტების საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შეიქმნა და თანამედროვე მაფიის სახე მიიღო). მხოლოდ ეს კუნძული, „ასინარა“ განსაკუთრებულ დამნაშავეთა საპატიმროა, რომლის დირექტორსაც, პირველი მსოფლიო ომით დაქცეულ და გაღარიბებულ ქვეყანაში, უჭირს გაარჩიოს ვინ ვინაა რეალურად: მისთვის ძნელია გამოიძიოს რომელია ნამდვილი მსახიობი საშიში კამორადან. თანაც დირექტორი აშკარა სიძულვილს განიცდის თეატრის მიმართ, რადგან საყვარელმა ცოლმა მსხიობობის სურვილის გამო მიატოვა ოჯახი და ბედის საძებნელად წავიდა. ქმარმა კი პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრება ასინარაზე განაგრძო, სადაც საპატიმროსთვის უნდა ეხელმძღვანელა. ახლა კი შურისძიების გარკვეული შანსი მიეცა და ამიტომაც ჩაძირული ხომადლის ყველა წევრს სპექტაკლის დადგმა დაავალა, რაც სიმართლის გამორკვევაში დაეხმარებოდა: თუ რომელია მსახიობი და ბანდიტი, პატიმრობიდან თავის გადარჩენის იმედით მსახიობობა ვინც დაიბრალა.

ახლა კი ნამდვილი კომედია დაიწყო! უილიამ შექსპირის პიესის „ქარიშხალი“ და ედუარდო დე ფილიპოს პიესის „კომედიის ხელოვნება“ (L'arte della commedia') მიხედვით დაწერილ სცენარში, უმშვენიერეს ასინარას კუნძულზე, არაჩვეულებრივი დრამა ვითარდება. მის გულშიც ჩვენი სამყაროს უნივერსალური თეატრის იდეა ცოცხლდება. მსახიობთა გაცილებით დიდი დასი (ვიდრე საჭიროა) ციხის ეზოში შექსპირის პიესაზე „ქარიშხალი“მუშაობას იწყებს. ციხის დირექტორის ქალიშვილს „კამორას“ ბოსის შვილი უყვარდება, კალიბანი კი ხელოვნების უდიდეს როლსა და ძალაზე მსჯელობს. დადგმაც და ფილმიც სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხებზე გვაფიქრებს: დანაშაულსა და მიმტევებლობაზე, შურისძიებასა და პატიების უნარზე.
24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე