მაკბეტი

2,3 ნოემბერი
20:00
რუსთაველის თეატრი
მაკბეტი
უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით





სპექტაკლი დადგმულია სარდინიის სახელმწიფო (ნაციონალური) თეატრისა და თეატრალური დასის „ტეატროპერსონა“ თანამშრომლობით - იტალია

დამდგმელი რეჟისორი:  ალესანდრო სერა

კოსტუმის მხატვრობა და სცენოგრაფია: ალესანდრო სერა

სპექტაკლის მუსიკად გამოყენებულია პინუჩიო სკიოლას ჩანაწერები

არანჟირება: მარჩელინო გარაუ

მონაწილეობენ : ფულვიო აკოლი, ანდრეა ბარტოლომეო, ლეონარდო კაპაუნო, ჯოვანი კარონი, ანდერა კრონი, მაურიციო ჯორდო, სტეფანო, მერეი, ფელიჩე, მონერვინო

სპექტაკლი დაჯილოვებულია 2017 წლის „უბუ“ პრემიით, (უმაღლესი თეატრალური ჯოლდო იტალიაში),  როგორც წლის საუკეთესო წარმოდგენა და ასევე საუკეთესო  სცენოგაფიისათვის იტალიურ თეატრში.

სპექტაკლის ხანგძლივობაა 90 წუთი

წარმოდგენა გაიმართება სარდინიულ ენაზე ქართული და იტალიური სუბტიტრებით

 

სპექტაკლის შესახებ:

შექსპირის პიესა „მაკბეტი“ ელიზაბეტური დრამის ტრადიციების მიხედვითაა შესრულებული, სარდინიულ ენაზე და მხოლოდ მამაკაცი მსახიობების მიერ. რეჟისორს სპექტაკლის იდეა, ბარბაჯაში გამართული სარდინიული კარნავალის ფოტო მასალამ გაუჩინა, სადაც ძველ საკრავებზე მწყემსების სევდიანი სიმღერა, რქის საყვირიდან გაგონილი ჰანგი, თუ ცხოველის ქერქში გახვეული ნადავლი ისეთი ნამდვილი და ხელშესახები იყო, თითქოს მათი ძველისძველი ამბავი ახლა ხდებოდა. ეს უცნაური კარნავალი ხომ დიონისური საწყისიდან იკრეფდა ძალას, კიდევ უფრო ძველად დადგმული ცეკვებითა და საგალობლებით, რომლებსაც ეროვნება არ გააჩნია. სარდინიელი ხალხი თავად თხზავდა და თამაშობდა ამბებს, რომლის  უნიკალური შინაარსობრივი პარალელები მსოფლიო ლიტერატურის ძეგლთან, მოულოდნელი და ამავე დროს ნიშანდობლივი გახდა რეჟისორისთვის.

სარდინიის ნაციონალური თეატრის წარმოდგენა „მაკბეტი“ სარდინიულ ენაზე ნათარგმანი და სარდინიული ტრადიციებით შთაგონებული შექსპირის ტრაგედიაა.  თუმცა ასეთ კონტექსტში გათამაშებული დადგმა, შექსპირის ტექსტს წუთითაც არ ღალატობს, არამედ ავტორის პატივისცემითაა გამსჭვავული და ზედმიწევნითია ორიგინალთან. „დიახ, სარდინიული ენა არ ზღუდავს ენობრივ ხარვეზს, იტალიური კილოკავი კი როცა გალობად გარდაიქმნება, შეიძლება ითქვას რომ კლასიკური ლიტერატურაა.“ წერდნენ გაზეთებში.

სპექტაკლში ცარიელ თეატრალურ სივრცეს მსხიობის სხეული არა მხოლოდ აჯადოვებს, არამედ უდგენს კონკრეტულ სცენოგრაფიას, სადაც ქვები, დედამიწა, რკინა, სისხლი, მეომრის მოძრაობა და საბრძოლო სტანსი ნურაგული ცივილიზაციის კვალია და დანატოვარი (ძვ. წ.აღ 1500 წ სარდინიის ტერიტორია). ცხადია, “მაკბეტი“-ს სარდინიული დადგმა არქაულ წარმოდგენებს გვახსენებს: „ბოროტის“ საწყის წყაროს დედამიწაზე. ამიტომ სცენაზე არა თუ წინასწამეტყველება ცხადდება, არამედ ცოცხლდება ამ საწყისიდან წამოსული ძალა.

საკვირველია სარდინიული ფოლკლორის  შინაარსობრივად უნიკალური პარალელები  შექსპირის შედევრში აღწერილ გმირებთან, ისევე როგორც ძველი სარდინიული ნიღბების ხასიათობრივი მსგავსება, რომლებსაც თითქოს ერთნაირად შეეძლოთ ემართათ ბუნების ძალა,  ეხარჯათ სისხლი და წითელი ღვინო.

„სერას „მაკბეტი“ სულისშემკვრელი, აპოკალიფტური, სიზმრისეული წარმოდგენაა,  როგორც მითი. მას გამაოგნებელი ძალა აქვს, ისეთი როგორც ტრაგედიას თანამედროვე ცხოვრებაში, ტელევიზორის პატარა ეკრანებში თითქმის ყოველდღე რომ ვუყურებთ და განვიცდით.“ ვოლტერ პროსედა, „ლა ნუოვა სარდინია“

24.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე