კილი და დუ

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარი" და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი წარმოგიდნეთ

თეატრისა და კინოს რეჟისორის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის,

ქეთი დოლიძის სპექტაკლს

"კილი და დუ"

სპექტაკლი განხორციელდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ახალი სცენა

პრემიერა შედგა 2018 წლის 18 ივლისს.

 


 

ჯეინ მარტინის პიესა –„კილი და დუ“, რომელიც ქეთი დოლიძემ აირჩია ბათუმის ახალ სცენაზე დასადგმელად, მრავალ მტკივნეულ, დასაფიქრებელ კითხვას სვამს მკითხველისა თუ მაყურებლის წინაშე: მიტევება თუ არ პატიება? სიცოცხლის დაბადება თუ მოძალადისგან ჩასახული ნაყოფის მოშორება? რელიგიური ფანატიზმი თუ ადამიანური შემწყნარებლობა? . . . კილის არ სურს შვილის გაჩენა მოძალადისგან, დუკი სწორედ ამას აძალებს კილის, ბორკილითაც აბამს საწოლზე, ატუსაღებს, რათა კილიმ ნაყოფი შეინარჩუნოს, ცოდვას განერიდოს, სიცოცხლე შვას . . . რითი დასრულდება ეს დრამატული ისტორია, რა განასხვავებს, ამავე დროს, რა აკავშირებს სხვადასხვა ასაკის ორ ქალს კილის და დუს ? . . .

 

მხატვარი მამუკა ტყეშელაშვილი

კოსტიუმების დიზაინერი გოგა ნიქაბაძე

რეჟისორის თანაშემწე თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

კილი მერი ნაკაშიძე,

თამარ ბზიავა დუ ქეთევან ეგუტიძე

ვოლტერი ზურაბ ქავთარაძე

ქოული მამუკა მანჯგალაძე

ავტორი ტიტე კომახიძე

30.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე