ჩარლზ ლანდრი საქართველოში

The ART of City Making
ქალაქის შენების ხელოვნება
სახელმძღვანელო ურბანისტ ინოვატორთათვის
22 ოქტომბერი 17.00
ჩარლ ლანდრის ლექცია-პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში


ფესტივალის
"საჩუქარი" წლევანდელი საპატიო სტუმარია, ცნობილ ინგლისელი ბრიტანელი ანალიტიკოსი და საერთაშორისო მრჩეველი ჩარლზ ლანდრი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა შემოქმედებითი ქალაქის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის.



ლანდრი საერთაშორისოდ აღიარებულია მისი მეცნიერული და პრაქტიკული მცდელობით ინტერკულტურულ ქალაქებში ქალაქის კონცეფციის განვითარების, ქალაქის ფსიქოლოგიის, შემოქმედებითი ბიუროკრატიის და სახელოვნებო პოტენციალის წილის კვლევითა და სტრატეგიული დაგეგმარებით.ლანდრის მეცადინეობით და სახელისუფლებო მხარდაჭერით ევროპის უკვე 25 -მა ქალაქმა გაითვალისწინა მისი სიღმისეული დაკვირვებები  ქალაქ-დაგეგმარების სტარტეგის შემუშავეაში, რომლის რიცხვშია ქალაქი ბილბაო, ჰელსინკი, ადელიადა, კრაკოვი, ტაიპეი, მანჰეიმი, პლეიმაუსი და ა.შ  მისი დაარსებული კვლევითი კომიტეტი (think tank) Comedia 1978 წლიდან ქალაქ-დაგეგმარების ერთ სტატრეგიულ კავშირში აერთიანებს კულტურას და არქიტექტურას ქალაქის მომავალი ტრანსფორმაციისათვის.


ჩარზლი
ხელმძღვანელობდა მრავალ ურბანულ ინოვაციას და ევროკომისიის არაერთი კონკურსის ჟიურის თავჯდომარე გახლდათ. მათ შორის ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ ( New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და ურბანული ცვლილებების აქტორები და .. იგი ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატია.


ჩარლზ
ლანდრი


ჩარლზ
ლანდრი დაიბადა 1948 წელს ლონდონში, გერმანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც სამშობლოდან ნაცისტებს გამოექცნენ . ჩარზლის მამა, ჰარალდ ლანდრი ფილოსოფოსი გახდათ და ნიცშეს სპეციალისტი, დედა კი მხატვარი. ლანდრიმ განათლება ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში მიიღო. დისერტაცია პოსტ ინდუსტრიული საზოგადოების პრობლემებზე დაიცვა და ყოფილი ლეობორისტული მთავრობის სახელმწიფო მინისტრს, ლორდ კენეტის ასისტენტი გახდა. 1973-74 წლებში განხორციელებული Europe Plus Thirty/ევროპის ეკონომიკური კავშირის ცნობილი კვლევის წარმოებაში მიიღო მონაწილეობა ლორდ რალფ დარენდორფის დაკვეთით. 1978 წელს კომედია კვლევითი კომიტეტის დაფუძნების შემდეგ, ჩარლზი არა ერთი დიდი შრომის და სტარტეგიული სახელმძღვანელოს ავტორი გახდა. „კომედია“- საქმიანობა, ხაზს უსვამს კულტურული რესურსების მნიშვნელობას მეთოდოლოგიური ჩარჩოებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რაც დღეს პოპულარული მიმდინარეობის შემოქმედებითი ეკონომიკა იდეას წარმოადგენს, ადრე კი კულტურული ინდუსტრიის ფორმატი გახლდათ.

 

ჩარლზ ლანდრის ხელმძღვანელობით, 1980-იან და 1990-იან წლებში, სხვადასხვა პროფესიის საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა არაერთი საინტერესო პროექტი შეიმუშავა ურბანული ცხოვრების, კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის ურთიერთინტერაქციასა და პრაქტიკულ სარგებელზე. ჯგუფში აღსანიშნავია დიდი ინგლისელი რეჟისორის, სერ პიტერ ჰოლის მონეწილეობა, ასევე ფრანკო ბიანჩინის, ცნობილი პროფესორის კულტურის პოლიტის დარგში, ჰალის უნივერსიტეტის კულტურის კვლევის ინსტიტუტის და შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის დირექტორის და სხვა.

 

ჩარლზ ლანდრის პრიზები, პრემიერი და აღიარება

რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (ბერლინი, გერმანია)

ჰელსინკის ურბანული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრო

ბერლინის The Creative Footprint ფორუმის წევრი

ევროპის დედაქალაქების ინოვაციები iCapital ჟიურის წევრი (2014-2916)

The N.I.C.E. (კრეატიული ეკონომიკი ახალი ინოვაციები) ჟიურის თავჯდომარე (2012-2016/

EC/ევროკომისია)

ჰოლანდიის კრეატიული რეზიდენციის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი (2013-2017)

„ქალაქის რაინდების გამოწვევა“ ჟოიურის წევრი (მაიამი, ამერიკა)

„ურბანული ცვლილებების მოღვაწენი“ ჟიურის წევრი (The Robert Bosch Stiftung, ბერლინი )

„ევროქალაქები: ახალგაზრდა პროფესიონალთა მომავლის ხედვა“ პროექტსი ხელმძღვანელი

ჩენტელმენის დიზაინის ფესტივალის დირექტორატთა საბჭოს წევრი (EUROCITIES ბრიუსელი)

 

27.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე