თეატრი "სამეფო ჟირაფი" ფესტივალზე "საჩუქარი"

სტანისლავ ვარკი წარმოგიდგენთ
თეატრი „სამეფო ჟირაფი" ფესტივალზე „საჩუქარი“
ესტონეთი


თეატრი „სამეფო ჟირაფი" XX საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა - მაშინ, როცა მოძრაობის თეატრი მეტად პოპულარული გახდა. ჟანრობრივად ძლიერი სამსახიობო სკოლის, ცეკვის, ასოციაციური მიმოდრამის და ჯამბაზობის ოსტატური შერწყმით, იგი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს ესტონეთშიც და საერთაშორისოდ.



თეატრის ყველა ნამუშევარს ერთი საერთო საფუძველი აქვს, რომელიც კარნავალისმისტიურ ტრადიციებშია ფესვგამდგარი და წარმოუდგენელ  შინაგან თავისუფლებას გამოხატავს. „სამეფო ჟირაფი“თვით ბუტოს ფილოსოფიასაც იზიარებს და მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი მეთოდით ჯამბაზობის, ფოლკლორის, პანტომიმის, რიტუალური ცეკვის, ხმლით ბრძოლით ხელოვნების, ასევე ქუჩის თეატრის სიღრმისეულ შესწავლას  ეყრდნობა.


თეატრმა „სამეფო ჟირაფი" საკუთარი სპექტაკლებით და პროექტებით არა ერთხელ იმოგზაურა  სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, პარიზში, ბარსელონაში, მონრეალში, მადრიდში, დუბლინში, ამსტერდამში, რომში, ბრიუსელში, რიგაში, ტალინში და სხვა მრავალ ქვეყანაში. მისი არსებობის მანძილზე თეატრს შესაძლებლობა მიეცა ემუშავა ისეთ სახელგანთქმულ ხელოვანებთან, როგორიცაა ტერი გილიამი, სლავა პალუნინი, ანდრონ კონჩალოვსკი და  მოეპოვებინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფესტივალის ჯილდო, მათ შორის ბერლინალეს ოქროს დათვი.
27.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე