სარდინიული კულტურის დღეები საქართველოში
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ სარდინიის ნაციონალური თეატრი,
იტალიის კულტურული მემკვიდრეობის და ღონისძიებების სამინისტრო (MIBAC)
იტალიის საელჩო თბილისში,
ქალაქ კალიარის მუნიცეპალიტეტი (Comune di Cagliari) და
სარდინიის ფონდი (Fondazione di Sardegna) წარმოგიდგენთ
„იტალიური ფოკუსი 2018“
„სარდინიული კულტურის დღეები საქართველოში“


სარდინიის კუნძული გადაჭიმულია ბალეარის ზღვასა და იტალიის პენინსულას შორის და უძველესი გეოფორმაცია გააჩნია. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ სარდინია იბერთა კავკასიური ტომის პირინეის ნახევარკუნძულზე გადასახლებისას, მნიშვნელოვანი შუალედური პუნქტი გამხდარა.

უნაყოფო კუნძულზე იბერებმა გაიყვანეს არხები, მოხნეს და დათესეს უხნავი მიწები, გააშენეს ბაღები და მერე, როდესაც მრავალი თაობების მოწადინებამ ნაყოფი გამოიღო, მოულოდნელად დატოვეს კუნძული.თუმცა ცნობილია, რომ მათ არავინ დასხმია თავს და უამრავი თეორიის მიუხედავად, ამის მიზეზი ჯერაც ვერ ამოხსნილა. 2018 წლის ფესტივალის პროგრამით წარმოდგენილი  „სარდინიული კულტურის დღეები“  ჩვენს მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინოს ანტროპოლოგიურ წარსულში გამქრალი ეს საიდუმლო  და სარდინიული თეატრის, კინოს, ლიტერატურის, მუსიკისა და მხატვრობის იშვიათი პამორამით გააცნოს ეს ძველისძველი კუნძული.


მეცნიერებმა ასევე ამოუცნობ ფენომენად დატოვეს სარდნიის ნურაგული კულტურა, თუმცა ცნობილია რომ 1500 წლის წინ,  ჩვენ წელთ აღრიცხვამდე,  მათ საკმაოდ სწრაფად აითვისეს კუნძული და შექმნეს განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნებოდა მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებს, რელიგიასა და ფასეულობათა საკუთარ სისტემას. ამ ხალხის არსებობა ცნობილი გახდა გრანდიოზული ციხე-კოშკების, "ნურაგების" წყალობით. დღესაც კი, თითქმის მთელი სარდინია დაფარულია უამრავი, ნახევრად დანგრეული ცილინდრის ფორმის ნურაგებით, რომელსაც  არ გააჩნია ანალოგი რომელიმე ცნობილ კულტურასთან.  თუმცა ნურაგული პერიოდის მითები და საიდუმლო, რომლის ამოხსნას მეცნიერების და ისტორიკოსების დიდი გუნდი დღესაც ვერ ახერხებს, სადრინიელებს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ბინადრებად ტოვებს დღემდე.
დღეს სარდინია იტალიის ავტონომიური რეგიონია (Regione Autonoma della Sardegna). მისი სამხედრო ბაზა ყველაზე მაღალგანვითარებულია ევროპულ კუნძულებს შორის. სარდინიის დედაქი, კალიარი, ნეოლითური დროიდან მოყოლებული, რამდენიმე ცივილიზაციას მოესწრო, კართაგენის, ბიზანტიურ თუ ესპანურ ჰეგემონიას. უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა იტალიის  ჩრდილოეთ რეგიონს პიემონტს 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველიც გახდა.
თუმცა ანტროპოლოგიის ფაქტობრივ თუ მითოსურ ლაბირინთებში, ისტორიამ ბევრი არ იცის სინამდვილეში არსებობდა თუ არა ისტორიულ-ნათესაური კავშირი ჩვენ ხალხებს შორის. ფაქტობრივ მატიანეს არ შემოუნახავს ზუსტი ცნობები ვიდრე სარდინიაში ხელოვანებმა საკუთარ ვინაობას ანტროპოლოგიურ წარსულში არ  დაუწყეს ძებნა და ხალხურ სიმღერას, ლეგენდებს და ფანტაზიას თანამედროვე სცენაზე მისცეს გასაქანი.


“სარდინიის კულტურის დღეები” ფესტივალზე „საჩუქარი“, 2018 წლის “იტალიური ფოკუსის” ფორმატში, სწორედ ამ ხელოვანებს ეპატიჟება და სცენის, ეკრანის, წიგნის ფურცლების მიღმა 1-5 ნოემბრამდე მათი წინაპრების ცხოვრებაზე ქართველ კოლეგებთან სთავაზობს საუბარს:  ბარში დარგულ ვაზზე, მთაში გარეკილ ცხვარზე, საკუთარი ხელით დაწურულ ღვინის გემოზე  და ხმებში გაშლილ მწყემსების სიმღერაზე. რათა ერთად აღმოვაჩინოთ არსებობს თუ არა რეალური მსგავსება ეპოქების და ათასწლეულების წინად შექმნილ ჩვენი ქვეყნების კულტურებში.
27.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე