ნორვეგიული კულტურის დღეები საქართველოში
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშირისო ფესტივალი „საჩუქარი“
ნორვეგიის სახელმწიფო ხელოვნების საბჭო, ნორვეგიის საშემსრულებლო ხელოვნების ჰაბი, ნორვეგიის სამეფოს საელჩო
წამოადგენენენ
„ნორვეგიული კულტურის ფოკუსი“ 
2018

ფესტივალმა „საჩუქარი“ მიზნად დაისახა თანამედროვე ნორვეგიული კულტურის და კერძოდ საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ განსაკუთრებული ფოკუსი მოემზადებინა და ჩვენი ტრადიციის თანახმად, პროგრამის ხარისხის, მაშტაბის და მრავალფეროვნების უზრუნველყოფით, 2018 წლის წლის ფესტივალზე “საჩუქარი” უნიკალური, საინტერესო, უცნობი ჩრდილოეთ ევროპა პირველად სახელოვნებო ჭრილში წარედგინდა საქართველოში.

ნორვეგიაში ხელოვნების და კულტურის სფეროს განსაკუთრებული ადგილი უკავია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. თანამედროვე ნორვეგიულმა კულტურამ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე და არაერთი ნორვეგიელი მხატვარი, მწერალი და მუსიკოსი მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანთა რიგში დგას დღეს. ნორვეგიული არქიტექტურა, დიზაინი, მუსიკა, ლიტერატურა თუ კინო ქვეყნის ეროვნულ ვინაობას და იდივიდუალობას საქვეყნოდ უთქვამს სახელს. თუმცა რა ვიცით ჩვენ თანამედროვე ნორვეგიული საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ?
ბოლო 30 წლის განმავლობაში ნორვეგია ეთნიკურად ჰომოგენური სოციუმიდან კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებად ჩამოყალიბდა და დღევანდელ სამყაროს განსაკუთრებულ, თვითმყოფად, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას უქმნის. ამიტომ ნორვეგიული კულტურის ფოკუსით, განსაკუთრებული ფორმატის პანორამას გთავაზობთ, შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს მაყურებელს და პროფესიულ კრიტიკას ერთად ამოვხსნათ სად იყო ჩვენი კულტურების გადაკვეთა, ან როდის შედგა პირველი დიალოგი ჩრდილოეთ ევროპის უკიდურეს მხარესთან, კნუტ ჰამსუნის თბილისში მოგზაურობიდან წაყებული (1899 ), ნობელიანტი მწერლის წიგნში ასახული „ზღაპრული ქვეყანა“ (1903) და მკვლევარების მეცნიერულ ძიებაში. 


ნორვეგიის მთავრობა სხვადასხვა სქემებითა და პროგრამებით მნიშვნელოვნად უჭერს  მხარს ნორვეგიული კულტურის ინტერნაციონალიზაციას და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი „ნორვეგიული ფოკუსი“ მათთან თანამშრომლობის საფუძველზეა ორგანიზებული. ჩვენ მადლობას ვუხდით  ნორვეგიის საშემსრულებლო ხელოვნების ჰაბი Performing Arts Hub Norway (PAHN), ნორვეგიის ხელოვნების საბჭოს (Kulturradet) და სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის.
27.10.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე