Tenore Murales კონსერვატორიის დიდ დარბაზში

3 ნოემბერი 20.00

IX საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნითი კონცერტი

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრი

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზ

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარი" და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრმა , 3 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნით კონცერტზე, წარმოადგინა სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლის TENORE MURALES საკონცერტო ნომრები.


 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინარული ბუნებითაა განპირობებული.სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხსენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სიმპოზიუმის თემა: მრავალხმიანობა ისტორიულ პერსპექტივაში: სტაბილურობისა და ცვალებადობის დინამიკა მრავალხმიან კულტურებში

სიმპოზიუმის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი
08.11.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე