ფოლკლორული ზეიმი ფესტივალზე "საჩუქარი"

4 ნოემბერი

ფოლკლორული ზეიმი ფესტივალზე „საჩუქარი“

სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლი TENORE MURALES

მგალობელ-მომღერალთა ვაჟთა გუნდი "ადილეი"

მგალობელ გოგონათა გუნდი „იალონი“

ასევე გაიმართა ქართველ ოსტატთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

 

 

მოგისმენიათ სარდინიული მრავალხმიანი სიმღერა? როგორც მუსიკალური აზროვნების და გამომხატვის სპეციფიკური ხერხი? ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენი იშვიათად გვხვდება მსოფლიო ხალხებში. ეს განსაკუთრებული ნიშანი სარდინიულ და ქართულ კულტურებს დიდი ხანია აერთაინებს, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია "სარდინიული კულტურის დღეები"-ის ფარგლებში, თბილისში ვუმასპინძლოთ ფოკლორულ გუნდს ორგოსოლოდან "TENORE MURALES" , რომელიც 70-იან წლებში სარდინიის სოფლებში გაჩენილ უნიკალურ სუბ-კულტურას საკუთარ სახელად ირჩევს, რადგან მონუმენტური ფერწერის თანამედროვე იტალიური ფენომენის მსგავსად, ღიად და დაუფარავად ესაუბრონ სამყაროს სიყვარულზე, ცხოვრებაზე, პოლიტიკასა თუ რელიგიაზე.


2005
წელს იუნესკომ სარდინიული (მწყემსების) ხალხური სიმღერა Canto a tenore,

კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარაა, როგორც 2001 წელს ქართული მრავალხმინობა, კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად. საინტერესოა ისიც, რომ სარდინიული ხალხური სიმღერა, მისი გამორჩეულად ჟღერადი ნოტებით, ბუნების და ცხოველების ხმათა რელიკაციით, ისე ახლოა მიწასთან, რაც სიმბოლოა აგრიკულტურული,მიწადმოქმედი ცივილიზაციის, ისევე როგორც საქართველო Γεωργία (Georgia).



მსოფლიოში
ხშირად არ გვხვდება ვოკალური მრავალხმიანობის ფენომენის ანალოგები. თუმცა სარდინიული ხალხური სიმღერა, გურულ ხალხურ სასიმღერო კულტურასთან უნიკალურ პარალელებს გვთავაზობს, რაც მსოფლიო ხალხური შემოქმედების ისტორიასა და ზოგადსაკაცობრიო კულტურაში ჭეშმარიტად ფენომენალური მოვლენაა. ჩვენს ფესტივალზე უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა მოვუსმინოთ ქართულ-სარდინიულ მრავალხმიანობას, სადაც ქართული ფოლკლორული გუნდი "ადილეი" მასპინძლობას გაუწევს სარდინიული ხალხური მუსიკის გუნდს "TENORE MURALES", მათ მგალობელ გოგონათა გუნდი „იალონი“ შეუერთდება და ფოლკლორუ დღესასწაულძე შეკრებილ მაყურებელს ქართულ-სარდინიულ ვოკალურ სინერგიას წარმოუდგენენ. აქვე გაიმართება ქართველ ოსტატთა ხელლაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი საჩუქარი თბილისის სტუმრებს და ჩვენი ქალაქის მაყურებელს უნიკალურ დღესასწაულს ჰპირდება!



„ადილეი“

გუნდად 2012 წელს ჩამოყალიბდნენ, გურული სიმღერის მოყვარულმა მეგობრებმა სახელად გურული მგზავრული სიმღერა, "ადილეი" შეაარჩიეს, რადგან იგი კარგად გამოხატავს მათი გუნდის ხასიათს. "ადილეის" ინტერესის სფერო ძველი და ახალი ქართული მუსიკალური კულტურის ტრადიციებს მოიცავს, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართებასა და ფოლკლორის სოციოლოგიის პრობლემებს. სწორება სოფლურ ფოლკლორზე აქვთ და მის პრინციპებზე. გუნდის მთავარი ღირებულება ურთიერთობაა ერთმანეთთან, ხალხთან და მათ წინაპრებთან, რადგან სურთ ხელი შეუწყონ ტრადიციული სიმღერა-გალობის შემოტანას ყოველდღიურობაში.




"იალონი"

ქალთა ანსამბლიიალონი" 2009 ლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლასა და პოპულარიზაციას. მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები, როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ. „საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნულ ფესტივალზე გუნდს მიენიჭა პირველი ადგილი, ნომინაციაში ქალთა საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი. 2017 წელს, „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზეგუნდს მიენიჭა გრანპრი ქართულ ტრადიციული გალობაში, ხოლო პირველი ადგილი და ოქროსმედალი ქართულ ხალხურ სიმღერაში.

2018 წლიდანიალონითანამშრომლობს ლონდონის Rose Bruford-ის დრამისა და თეატრის კოლეჯთან, ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,მასპინძელთანდა კემბრიჯის გუნდ ,,ჩელასთან. სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისა და ქართული მუსიკის მოყვარულებისათვის გამოცდილების გაზიარების, მასტერკლასებისა და ერთობლივი კონცერტების ჩატარების სახით.

08.11.2018

შემოგვიერთდი Facebook-ზე