დავით ბუხრიკიძე - liberali.ge
რეჟისორ დიმიტრი კრიმოვის “უმზითვო” - ფესტივალ „საჩუქარის“ მთავარი
მოვლენა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თავისი მრავალწლიანი ისტორიით, დრამატული სერიალის სიუჟეტს უფრო ჰგავს - 90-იან წლებში დაარსებით, პიტერ ბრუკის წახალისებითა და თანადგომით, მოულოდნელი პოლიტიკური ზიგზაგებით, დროებითი აკრძალვითა და განახლებით, მოძიებული სიახლეებითა თუ „პოლიფონიური“ ჟანრებით... ფესტივალი წელს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეპატიჟება ხელოვნებასთან დამეგობრებულებსაც და მასთან შემთხვევით მოხვედრილებსაც. დრამატული სპექტაკლები, ლიტერატურული შეხვედრები, გამოფენები, ფოლკლორული საღამოები, თანამედროვე ცეკვისა და ფიზიკური თეატრების ნიმუშები მაყურებელს თანამედროვე ევროპულ ხელოვნებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის. მით უმეტეს, რომ წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში ორი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყანა - ნორვეგია და იტალია მოექცა.
4 ნოემბერი
ფოლკლორული ზეიმი ფესტივალზე „საჩუქარი“
სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლი „TENORE MURALES“
მგალობელ-მომღერალთა ვაჟთა გუნდი "ადილეი"
მგალობელ გოგონათა გუნდი „იალონი“
ასევე გაიმართა ქართველ ოსტატთა ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა
3 ნოემბერი 20.00
IX საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნითი კონცერტი
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრი
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარი" და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრმა , 3 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნით კონცერტზე, წარმოადგინა სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლის „TENORE MURALES“ საკონცერტო ნომრები.
2018
სარდინიის კუნძული გადაჭიმულია ბალეარის ზღვასა და იტალიის პენინსულას შორის და უძველესი გეოფორმაცია გააჩნია. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ სარდინია იბერთა კავკასიური ტომის პირინეის ნახევარკუნძულზე გადასახლებისას, მნიშვნელოვანი შუალედური პუნქტი გამხდარა.