ჩვენ შესახებ

alt

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
1997 წელს დაფუძნდა საქართველოში, ქართული სახელმწიფოს, საერთაშორისო დირექტორატის საბჭოს და ქალბატონი ქეთი დოლიძის მიერ. იგი პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991), რომელიც ყოველწლიურად იმართება და ბოლო წლების მსოფლიო პრემიერებით თეატრის, ცეკვის, დრამატურგიის, ლიტერატურის, სასცენო მხატვრობის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს თბილისში.

 

ფესტივალი „საჩუქარი“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად,
დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და
საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერით სარგებლობს. იგი
საერთაშორისო დირექტორატის მიერ იმართება: ფესტივალის საერთაშორისო
დირექტორატის წევრებთან კონსულტაციების შედეგად წყდება ფესტივალის
პროგრამა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია
ქალბატონი ქეთი დოლიძე.

შემოგვიერთდი Facebook-ზე