ესპანური კულტურის ფოკუსი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“,
ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან Acción Cultural Española (AC/E) თანამშრომლობით,
წარმოდგიგენთ „უახლესი ესპანური კულტურის ფოკუსს“ საქართველოში.

alt

ოთხი ათასწლეულის წინ დაწყებული ქართული ეთნოგენეზის მკვლევარებს ჩვენი
წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩათ გაურკვეველი. ესპანელი ბასკების და
ქართველების დიდი იბერიული ოჯახი, ანტიკური წყაროების მიხედვით, თურმე
მართლა არსებობდა და ერთ ენაზეც საუბრობდა. ძველი ბერძნების აზრით, იბერები (ანუ
ქართველები) ესპანეთიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში, (მეგასთენე, დიონისისი, აპიანე
ეუსებიოს კესარიელი და სხვები). თუმცა არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ეს
ეჭვი ფაქტობრივად მოიხსნა და საუკუნის ხელა კვლევებმა ახლა ვარაუდად დატოვა
კავკასიიდან იბერების ევროპაში გადასახლება.
ფაქტია, რომ ესპანელი ბასკების ენა დღემდე ერთადერთი არა-ინდოევროპული ენაა
დასავლეთ ევროპაში და არავის ენათესავება ან მსგავსია ქართული ენის გარდა. მაგრამ
ჩვენი წარმოშობის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში იშვიათად ვხვდებით ქართულ-
ესპანურ კულტურულ კავშირებს, თუმცა ყოველი შემთხვევა ჩვენი წარმომავლობის
ლეგენდას გვახსენებს და დღესასწაულიც დიდია.
2019 წლის ფესტივალის „საჩუქარი“ ესპანურმა ფოკუსმა მისი საფუძვლის ჩაყრის
თანავე მიიპყრო ესპანეთის ხელოვნების საბჭოს ყურადღება. ესპანეთის კულტურის
სამინისტროს, ხელოვნების საბჭოს Acción Cultural Española (AC/E) და ფესტივალის
"საჩუქარი" თანამშრომლობით გთავაზოთ უახლესი ესპანური საშემსრულებლო
ხელოვნების პანორამას თბილისში!
2019 წლის ფესტივალის „ესპანური ფოკუსის“ მხარდამჭერია ესპანეთის კულტურის და
სპორტის სამინისტრო და (ესპანეთის ხელოვნების საბჭო Acción Cultural Española
(AC/E)
Acción Cultural Española (AC/E) (ესპანეთის ხელოვნების საბჭო) ესპანეთის სახელმწიფო
სააგენტოა, რომელიც ხელს უწყობს ესპანური კულტურის პოპულარიზაციას როგორც
ესპანეთში, ასევე საზღვარგარეთ. მისი მიზანია ხელი შუეწყოს ესპანეთის მდიდარი და
მრავალეროვანი მხატვრული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შემოქმედებითი
სექტორის ინტერნაციონალიზაციას.
ლიტერატურის, მუსიკის, არქიტექტურის, დიზაინის, ვიზუალური და საშემსრულებლო
ხელოვნების, აუდიო-ვიზუალური შემოქმედების მხარდაჭერთა და საერთაშორისო
პოლულარიზაციით, ქვეყნის მთავარი კულტურული სააგენტოს AC / E- ის პროექტები
ესპანური კულტურული მემკვიდრეობის და უახლესი შემოქმედების მნიშვნელოვან
წვლილზე საუბრობს გლობალურ კულტურულ სივრცეში, რომლის ნაწილი
საქართველოცაა. კეთილი იყოს ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი!

შემოგვიერთდი Facebook-ზე