ფესტივალის კლუბი

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლიდან გთავაზობთ გახდეთ ფესტივალის კლუბის წევრი!

ფესტივალის წევრობა შეუძლია ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კულტურულ პროცესებში მონაწილეობა სურს. ვისაც პრესტიჟული ევროპული ფესტივალების აუდიტორიის წევრობა სწადია და უახლესი სახელოვნებო მიღწევების შეფასების სურვილი აქვს.

ფესტვიალი „საჩუქარი“ ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი და 2019-2020 წლის ევროპის ფესტივალების ხარისხის მფლობელია. ტრადიციულად საფესტივალო სეზონი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო წარმოდგენების იშვიათ პანორამას წარმოგიდგენთ და თბილისის ყველაზე დიდ თეატრებსა და დარბაზებში იმართება. ჩვენი ფესტივალის ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის გარდა, ტრადიციულად, ჩართულია იტალიის, ნორვეგიის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის კულტურის სამინისტროები და სახელოვნებო ორგანიზაციები, რაც ჩვენდამი საერთაშორისო ნდობის მაჩვენებლია. „საჩუქარი“ საქართველოს სახელოვნებო ორგანიზაციაში უპრეცედენტო საერთაშორისო ინვესტიციის იშვიათი მაგალითია.

 

2019 წლიდან ფესტივალის კლუბის წევრები, დონორები და ფინასნური მხარდამჭერები ჩვენი ფესტივალის ღირებულ აქტივს შექმნიან, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო საზოგადოებრივი მიზნის მიღწევაში, ჩვენი ქვეყნისა მდგრად განვითარებაში. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ხელოვნების საქვემოქმედო ფონდი, თქვენი თანადგომით, შეძლებს მომავალშიც მსოფლიოს საუკეთესო სახელოვნებო ნიმუშების და ხელოვანების საქართველოში ჩამოყვანას და ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მნიშვნელოვან კერად ქცევას აღმოსავლეთ ევროპაში.

ჩვენ ფესტივალთან თანამშრომლობა თქვენი საქმიანობის წარმატებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ დაგაკავშირებთ ფართო მომხმარებელთან, შემოგთავაზებთ თქვენი პროდუქციის, საქმიანობის, გზავნილის სწორ პოზიციონირებას და გარანტირებულ რეკლამას. ასევე ხელს შევუწყობთ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, რადგან ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი ბიზნესი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთო საზოგადოებრივი მიზნის მიღწევაში.

 

დაინტერესებულ პირები, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ ფესტივალის დონორისა და სპონსორის პრივილეგიებს, პირობებსა და შემოთავაზებას.

 

მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

giftfestivalcommunications@gmail.com

 

alt

შემოგვიერთდი Facebook-ზე