ფესტივალის დონორი

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული კომპანიები სოციალური პროგრამების განხორციელებას ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე ცდილობენ. მათ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი საქველმოქმედო სახე უფრო აქვს ვიდრე სისტემური თანამშრომლობის გამოცდილება. შესაბამისად ფესტივალის დონორებთან მუშაობისას ჩვენი მთავარია პრინციპია თქვენი კომპანიის მდგრადი განვითარების და საქმიანი რეპუტაციის გამყარების დამატებითი საშუალების უზრუნველყოფა. ისევე როგოც ისევე როგორ კონკურენტულ საბაზრო სეგმენტზე თქვენი პოზიციის განმტკიცება.

 

მაღალი ხარისხი ჩვენი ფესტივალის პროგრამის და შესრულების მახასიათებელია. ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად იგი 22 წელია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, წარმატებული და ოპტიმისტური ღონისძისძიებაა, რომელიც ქალაქის ტრადიციადაც იქცა. ამიტომ პარტნიორების შესაბამისად პოზიციონირება ფესტვიალის მთავარი მიზანია. ჩვენ ფესტივალს შეუძლია გააცნოს თქვენი ორგანიზაცია მომხმარებელს და საერთაშორისო რეკლამა გაუწიოს თქვენს პროდუქციას. ხელი შეუწყო მცირე ბიზნესისა და სტარტარეპერების საქმიანობის წარმატებას. ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ორგანიზაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება!

ფესტივალის დონორების წლიური შენატანია 1000 ლარი.

 

ფესტივალის დონორები ისარგებლებენ:

ადრე დაჯავშნის პრივილეგიითა და ფესტივალის ადმინისტრატორის პირადი მომსახურეობით

• მასპინძელ თეატრებში ურიგოდ შესვლითა და პირადი გზამკვლევით

• მოსაწვევებით ფესტივალის გახსნის ცერემონიასა და ყველა დახურულ ღონისძიებაზე

• უფასო დასწრებით ფესტივალის 2019 წლის პროგრამაზე, საუკეთესო ადგილებით (2 ბილეთი)

• ფესტივალის პარტნიორებთან ქსელური კავშირით და ბენეფიტებით სარგებლობით

• ფესტივალის კატალოგში გამოცხადებით

• მადლობა სპექტაკლის დაწყების წინ აუდიო განცხადებით

• პრესრელიზში გამოცხადებით


• ლოგოთი: პლაკატებზე, ბანერებზე, პროგრამაზე, ასევე ფესტივალის ვებსაითზე, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე

• ფესტივალის კლუბში მაგიდის დაჯავშნის შესაძლებლობით

 
alt
 
 
 
ბეჭდვა