ფესტივალის სპონსორი

ჩვენი გუნდი საგულდაგულოდ შეისწავლის ფესტივალის სპონსორის კონკრეტულ ინტერესსა და პრიორიტეტებს, რათა სარგებელი მოსალოდნელ კოიფიციენტზე მაღალი პროცენტით დაბრუნდეს ინვესტორს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 1997 წლიდან იმყარებს პოზიციას საზოგადოებრივ ასპარეზზე. ფესტივალის პოლიგრაფიული მასალა: კატალოგი, პლაკატი, პროგრამა, ლიფლეტი და სხვ. მაყურებლის 100% ინტერესს იწვევს. სატელევიზიო, რადიო, ინტენეტ სიუჟეტები, ბლოგი, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვებ-გვერდი ყველა ასაკის აუდიტორიას წვდება და რთავს საფესტივალო პროცესებში ერთი თვის მანძილზე. შესაბამისად, ფესტივალის მაღალი ხარისხის მედია გადამცემები თქვენი ბიზნეს რეპუტაციის გამყარების დამატებითი ინსტრუმენტია.

  თქვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია აშკარა ხაზით განვითარდება ერთთვიანი საფესტივალო სეზონის მანძილზე: დაწყებული საუკეთესო ადგილებით თბილისის ცენტრალურ დარბაზებში, თქვენი პროდუქციის რეკლამირებით მასპინძელ თეატრებში, ორგანიზაციის სარეკლამო სტენდის/ შტენდერის განთავსებით ფოიეებში და ყველა სხვა მარკენტიგულ ღონიძიებაში ჩართულობით.

  სასპონსორო თანხის შესაბამისად განსაზღვრულია სარგებლისა და მომსახურეობის კატეგორიები, რომლის მიხედვით გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება დაინტერესებულ პარტნიორთან და შესაბამისად განისაზღვრება თანამშრომლობის პირობები. 

ვინაიდან ნებისმიერი პროდუქცია იძენს დამატებით სოციალურ ღირებულებას, აუცილებელია მომხმარებლის (ბაზრის) ცოდნა, მასშტაბი და ეფექტური კომუნიკაცია მასთან. სამიზნე აუდიტორიასთან, ისევე, როგორც განსხვავებულ საბაზრო სეგმენტზე პოზიციის განმტკიცება თქვენი კომპანიის მდგრადი განვითარების და საქმიანი რეპუტაციის გამყარების დამატებითი საშუალებაა. ფესტივალის სპონსორის წლიური შენატანია 5000 ლარი 

            

                
                      სპონსორები ისარგებლებენ:

·         ადრე დაჯავშნის პრივილეგიითა და ფესტივალის ადმინისტრატორის პირადი მომსახურეობით

·         მასპინძელ თეატრებში ურიგოდ შესვლითა და პირადი გზამკველვით

·         ფესტივალის პრესკონფერენციაზე დასწრებითა და მედიის გაცნობით

·         მოსაწვევებით ფესტივალის გახსნის ცერემონიასა და ყველა დახურულ ღონისძიებაზე

·         უფასო დასწრებით ფესტივალის 2019 წლის პროგრამაზე, საუკეთესო ადგილებით (4 ბილეთი)

·         უფასო სარეკლამო გვერდით ფესტივალის კატალოგში

·         პრეს-რელიზებში მოხსენიებით

·         ინტერვიუებსა და სამადლობელ სიტყვებში  მოხსენიებით (გახსნა-დახურვა)

·         სპექტაკლის დაწყების წინ აუდიო მისალმებაში მადლობის გადახდითა და მოხსენიებით

·         კატალოგის ელექტრო ვარიანტით საკუთარი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ასატვირთად

·         სარეკლამო შტენდერის განთავსებით თეატრის ფოიეში

·         მაყურებლის სკამებზე ფლაერის, ბროშურის ან კატალოგის განთავსებით (შეთანხმებით)

·         ცალკე სიუჟეტით ფესტივალის ინტერნეტ ტელევიზიით (GIFT TV)

·         ფესტივალის ფეისბუქზე სპონსორის ფოტოთი მისალმებით

·         ლოგოთი პლაკატებზე, ბანერებზე, პროგრამაზე, ასევე ფესტივალის ვებ-გვერდზე, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

·         ფესტივალის პარტნიორებთან ქსელური კავშირით და ბენეფიტებით სარგებლობით

·         საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციით თეატრების ფოიეში სპექტაკლის დაწყებამდე






 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე:

        giftfestivalcommunications@gmail.com

      +995 599 688 070 ; +995 555 455 843

 

alt

ბეჭდვა