რატომ დავუჭიროთ მხარი ფესტივალს?

ჩვენ ფესტივალთან თანამშრომლობა თქვენი საქმიანობის წარმატებისთვის წინ  გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ დაგაკავშირებთ ფართო მომხმარებელთან, შემოგთავაზებთ თქვენი პროდუქციის, საქმიანობის, გზავნილის სწორ პოზიციონირებას და  გარანტირებულ რეკლამას. ასევე ხელს შევუწყობთ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას, რადგან ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი ბიზნესი მნიშვნელოვან  როლს შეასრულებს საერთო საზოგადოებრივი მიზნის მიღწევაში, ჩვენი ქვეყნისა და  ბიზნესის წარმოების მდგრად განვითარებაში. 

 

საერთაშორისო რენომე

ფესტივალის პროგრამაზე მუშაობისას მისი ორგანიზატორები, სამხატვრო  ხელმძღვანელი და საერთაშორისო დირექტორატის საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებთან თანამშროლობენ, სადაც ჩვენი ფესტივალის სახელი ცნობილი და უკვე მოხვეჭილია. 

 

მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი ჩვენი ფესტივალის პროგრამის და შესრულების მახასიათებელია. ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად იგი 22 წელია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, წარმატებული და ოპტიმისტური ღონისძისძიებაა, რომელიც ქალაქის ტრადიციადაც იქცა. ფესტივალი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონალური  ნიშანსვეტია, ამიტომ პარტნიორების შესაბამისად პოზიციონირება ფესტივალის მთავარი მიზანია. 

 

კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დონეზე

ფესტივალის პროგრამით თბილისს ეწვევა მაღალი ხარისხის საერთაშორისო პროდუქცია, რომელიც უკვე შეფასებულია კონტინენტური მასშტაბით სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში. ფესტივალის ტრადიციის მიხედვით მიხეილ თუმანიშვილის პრიზი ყოველწლიურად  გადაეცემათ მსოფლიოს გამორჩეულ მოღვაწეებს სრულყოფილებისათვის ხელოვნებასა და ლიტერატურაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. რისი დემონსტრირებაც, ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობას ჯანსაღ ამბიციას და მოდელს უქმნის. ამიტომ გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ორგანიზაციისთვის აქტიური ინსტრუმენტია.  

 

პროფეისული თანამშრომლობის მაგალითი

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული კომპანიები სოციალური პროგრამების განხორციელებას ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე ცდილობენ. მათ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი საქმელმოქმედო სახე უფრო აქვს, ვიდრე სისტემური თანამშრომლობის გამოცდილება. 22 წლის მანძილზე ჩვენმა ფესტივალმა ქვეყნის მაშტაბით დაიმკვიდრა სოციალურად აქტიური როლი და რეპუტაცია, ქალაქის ტრადიციად იქცა და საერთაშორისოდ ცნობილი მასპინძელი გახდა. შესაბამისად, თანამშრომლობის პრინციპი ჩვენი ფესტივალისთვის სტრატეგიულად  მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივადაა შესაძლებელი  დასაქმებულთათვის ღირსეული პირობების შექმნა, ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში მონაწილეობა და სხვა. 

 

 სამიზნე აუდიტორიასთან თქვენი პოზიციის განმტკიცება

ვინაიდან ნებისმიერი პროდუქცია იძენს დამატებით სოციალურ ღირებულებას, აუცილებელია მომხმარებელის (ბაზრის) ცოდნა, მასშტაბი და ეფექტური კომუნიკაცია მასთან. სამიზნე აუდიტორიასთან, ისევე, როგორც განსხვავებულ საბაზრო სეგმენტზე პოზიციის განმტკიცება თქვენი კომპანიის მდგრადი განვითარების და საქმიანი რეპუტაციის გამყარების დამატებითი საშუალებაა. ჩვენ ფესტივალს შეუძლია გააცნოს თქვენი ორგანიზაცია მომხმარებელს და რეკლამა გაუწიოს თქვენს პროდუქციას საერთაშორისოდ. 

 

alt

 

 

 



შემოგვიერთდი Facebook-ზე