დაცემული ანგელოზი

7 ნოემბერი. გრიბოედოვის თეატრი. 20.00

"დაცემული ანგელოზი"

alt

ქორეოგრაფი და მუსიკალური ხელმძვანელი: როსიო მოლინა
 
დრამატურგი, რეჟისორი და განათების მხატვარი: კარლოს მარკერი
 
იდეა: როსიო მოლინასი და კარლოს მარკერის
 
კომპოზიტორი: ედუარდო ტრასიერა
 
კოსტიუმების მხატვარი: ელენა კორდობა
 
მუსიკოსები: ხოსე ანგელ კარმონა, ედუარდო ტრასიერა, ხოსე მანუელ რამოსი, პაბლო მარტინ ჯონსი
 
 
 
წარმოდგენა განხორციელდა საფრანგეთის ეროვნული ცეკვის შაიო თეატრისა და არაგონის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლობით
 
 
 
პრემიერა შედგა საფრანგეთის ეროვნულ ცეკვის შაიო თეატრიში 2016 წლის 3 ნოემბერს
 
ხანგძლივობა 90 წუთი
 
alt
 
 
პრესა
 
"თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც ერის ფესვებიდან აღმოცენდა“  (El Pais)
 
"ერთ-ერთი საუკეთესო ფლამენკოს მოცეკვავე ვინც კი ოდესმე მინახავს" (NEW YORK TIMES)
 
„უამრავ ფლამენკოს მოცეკვავეს მიაჩნდა, რომ ტრადიციული ცეკვის ფორმა გარდაქმნა და სიახლე გამოიგონა, მაგრამ ცოტას მიუღწევია იმ შედეგისთვის, რომელსაც როსიო მოლინამ“ წერს ბრიტანული ეროვნული მედია ( ლუკ ჯენინგი, The Observer, „Rocío Molina: Fallen from Heaven review – a feminist flamenco scream“ 5/5stars 5 out of 5 stars)
 
 
როსიო მოლინა

alt
 
როსიო მოლინა დაიბადა მალაგაში 1984 წელს. 17 წლისამ მან წარჩინებით დაამთავრა მადრიდის სამეფო ცეკვის აკადემია და პროფესიონალ მოცეკვავეთა დასებს შეუერთდა, რომლებიც სახელს უკვე სასერთაშორისოდ იხწვეჭდნენ. თუმცა მოლინამ საკუთარი სოლო გამოსვლებითა და რეპერტუარით გამორჩეული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ისეთი ჯილდოების ლაურეატი გახდა, რომელიც ეროვნულ და მსოფლიო ასპარეზზე ერთეულების ხვედრია. მისი სახელოვნებო კვლევა ეროვნული ცეკვის კონტექსტში აღიარებული იქნა საუკეთესოდ. დაჯილდოვდა ესპანეთის ეროვნული ორდენით ცეკვის დარგში (2010). მას ასევე გადაეცა ბრიტანეთის ეროვნული ჯილდო „საუკეთესო მიღწევისათვის ცეკვის დარგში“ (2016) და ასევე, როგორც საუკეთესო ქალ მოცეკვავეს (2019). საუკეთესო მოცეკვავეს სევილიის ბიენალზე, ოქროს მედალი მალაგაში, პრემია მაქსი (2017), ასევე დაჯილდოვებულია, როგორც საუკეთესო მოცეკავვე და ქორეოგრაფი სპექტაკლისთვის  ‘Caida del Ciero’ (სამოთხიდან ჩამოვარდნილი) უამრავი პრიზით, კრიტიკოსის და მაყურებლის ერთსულოვანი სიყვარულითა და აღიარებით. სულ ახლახანს 2019 წლის 20 მაისს, როსიო მოლინას ლეგენდარული "GRITO PELAO/bare cry" Premios Max დაჯილდოვდა, საუკეთესო საცეკვაო წარმოდგენისთვის და მუსიკისთვის. სპექტაკლის პრემიერა გაიმართა საგანგებოდ ავინიონის ფესტივალზე 2018 წელს.
 
26 წლის ასაკში ესპანეთის კულტურის სამინისტრომ დააჯილდოვა ცეკვის ეროვნული პრემიით "ფლამენკოს განახლებისთვის"და მისი მრავალფეროვნებისა და სიმტკიცისთვის.
 
„ვარდნილი სამოთხიდან“
 
 
 
„სამოთხიდან ვარდნა“ დიდი ბრიტანეთის მთავარი სახელოვნებო პრემიის, ლორენს ოლივიეს პრიზის ნომინანტია „საუკეთესო მიღწევისათვის ცეკვის დარგში“. ნაწარმოები განხორცილებულია საფრანგეთის ნაციონალურ შაილოს ცეკვის თეატრთან ერთად. ლონდონის ბარბიკანის თეატრში მისმა ინგლისურმა პრემიერამ დიდი კრიტიკული აღიარება დაიმსახურა და უამრავი ახალი თაყვანისმცემელი გაიჩინა. მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მოცეკვავეების ვაინ მაკგრეგორის, მესიუ ბორნის, რასელ მალიფანტის და ჰოფეშ შეხტერის გვერდით, როსიო მოლინას სახელეც გაჩნდა, ვინც  ბრწყინვალე მუსიკოსებთან ერთად განუმეორებელი სანახაობა წარმოუდგინა ლონდონს.
 
 
 
სწორედ ამ წარმოდგენით სტუმრობს თბილისს, 2019 წლის ფესტივალის პროგრამით ესპანელი მოცეკვავე. ნაწარმოები მულტიდისციპლინარული წარმოდგენაა, რომელმაც
 
არა მხოლოდ ესპანური ხალხური ცეკვის ინოვაციური ფორმა, არამედ ცოცხალი მუსიკის, კინო პროექციის და ესპანური ფოლკლორის (როკის ვარიაციებში) და  ზოგადად თანამედროვე აზროვნების ბრწყინავლე პალიტრა იშლება. მაღალი ხელოვნება ნებისმიერი ექსპერიმენტით არა მხოლოდ საშემსრულებლო ფორმებს ამდიდრებს, არამედ მსოფლმხედველობის არეალს გვიშლის.
 
 
 
დადგმა მოგზაურობაა, ერთი ქალბატონის დეკადანსი, რომელსაც გზას ცეკვა კარნახობს. ცეკვა მისი ინტუიციაა. განათების და ჩრდილების კვალდაკვალ ხან სიჩუმეში ვიძირებით, ხანაც მუსიკა უცნობ ტერიტორიებს გვაცნობს. მხოლოდ როსიოს ციდან ჩამოვარდნილი გაუკუღმართებული ანგელოზის კვალზე კი არ მივყავართ, როგორც დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“, არამედ უსაზღვრო თავისუფლების ადგილას. რადგან მისი სული ცეკვით არღვევს თავისუფლების საზღვრებს და მღვრიე ზღვაში იძირება, ბნელ ლანდშაფტზე, რომელსაც სინათლის სხივი აქა იქ სწვდება გადარჩენის იმედად. 
 
 
 
აკაპელის, 5 გიტარის და აკუსტიკური დრამის საშუალებით შექმნილი ტრადიციული ფლამენკოს ელქტრონული როკი, კომპოზიტორის ედუარდო ტრასიერას არანაკლებ მნიშვნელოვანი მიღწევაა.  მისი კომპოზიციები, რომელიც ცოცხლად სრულდება, 90 წუთის მანძილზე აჯადოვებს მაყურებელს და ამავე დროს  ძირს უთხრის მსოფლიოში პოპულარულ ტრადიციულ ფლამენკოს შესახებ აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას.
 
 

შემოგვიერთდი Facebook-ზე