დილა მშვიდობისა, ას დოლარიანო

2 ნოემბერი 20.00 სთ
 
პიესის ავტორი ი. გარუჩავა და პ. ხატიანოვსკი
 
 
რეჟისორი - ქეთი დოლიძე
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე (ს. ახმეტელის და პ. ოცხელის პრემიის ლაურეატი)
მუსიკალური გაფორმება - ქეთი დოლიძე
რეჟისორის თანაშემწე - მერი ფხოველიშვილი
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
მილიონერი ქალი - ნათელა მუხულიშვილი
მომვლელი ქალი - ნათია არბოლიშვილი
მევიოლინე - იური ფოფხაძე
მასაჟისტი - ლაშა კანკავა
 
 
ხანგრძლივობა: 1 სთ და 40 წუთი. ორ მოქმედებად
 
პრემიერა შედგა 2019 წლის 20 აპრილს
 
 
 
 alt
 
 
დილა მშვიდობისა ას დოლარიანო - ამ სიტყვებით, სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული, მილიონობით ქართველი ემიგრანტი იღვიძებს. ღმერთმა უწყის ვის, რა სამუშაოს შესრულება უწევს "ას დოლარიანის" მოსაპოვებლად და საქართველოში ოჯახის შესანახად. ყველა ემიგრანტს განსხვავებული ისტორია, მაგრამ საერთო მიზანი და სევდა აკავშირებთ. სად იყივლებს გენეტიკა და რა ძალა აქვს ქართულ სიტყვას.. შეიძლება თუ არა, დაგავიწყდეს ენა რომელზეც მთელი ცხოვრება მეტყველებ და რამ შეიძლება გადაგაწყვეტინოს საკუთარი ადგილსამყოფელის სამუდამო დატოვება. სპექტაკლი, რომელიც ქართულ ტრაგედიის კომიკურ და ამავე დროს ოპტიმისტურ განცდას გადმოსცემს. ყველაფერი ხომ დროებითია და დროც ყველა ჩვენთაგანს თავის ადგილს მიუჩენს.
 

შემოგვიერთდი Facebook-ზე