გზაჯვარედინები სინქრონულობამდე

15,16 ნოემბერი 
 
 
ქორეოგრაფიული ნაწარმოები დადგმული 6 მოწინავე მოცეკვავისთვის 2017 წელს
 
კარლ იუნგის ფილოსოფიური კვლევების გავლენით, ღრმა შთაბეჭდილების ფონზე განვითარებული უცნაურ დამთხვევათა ანალიზი,  გადმოცემულია ვიდეო გამოსახულებით, ქორეოგრაფიით, მუსიკითა და განცდათა მთელი ოკეანით: ამბოხების, საფრთხის, სიყვარულის, დანაკარგის, მწველი სინანულის , თუ სიგიჟის სახით.
 
საათი გაჩერდა საყვარელი მამის გარდაცვალებისას....
 
გახსოვთ შემთხვევა, რომელმაც ადამიანის ბედიწერა შეცვალა?

alt
 
______________________________________________________________________________________
 
ქორეოგრაფია და ვიდეო კონცეფცია | ქეროლინ კარლსონი
 
შემსრულებლები: იუჰა მარსალო, რიკარდო მენეგინი, სელინ მაურფორდი, ისიდა მიჩანი, იუტაკა ნაკატა, სარა ორსელი
 
ქორეოგრაფის ასისტენტი | ჰენრი მეიეტი
 
განათების მხატვარი | რემი ნიკოლასი
 
მრჩეველი დადგმის და მუსიკის დარგში | ნიკოლას დე ზორზი
 
დადგმაში გამოყენებულია ჯონ ადამსის, რია კოდერის, ბონ ივერის, ტომ ვეიტსის, ლორი ანდერსონის, ჟან სიბელიუსის, ბობ დილანის, გევინ ბრაიერსის, ბრიუს სფრინსთინგის, ჰენრი პიორსელის მუსიკა 
 
კოსტუმების მხატვარი| ელის დუნკანი და ემანუელ ჯეფრი
 
დეკორაციის მხატვარი ქედრიქ ქარე
 
ხანგძლივობა 72 წუთი
 
ეძღვნება ჯონ დეივისს
 
 
 
ნაწარმოები განხორციელდა ქეროლინ კარსონის დასის, Théâtre de Rungis, ქალაქ მონს ან ბარელის და პარიზის CDCN სტუდიის თანამშრომლობით
 
 
 
ცნობილი შვეიცარიელი ფილოსოფოსისა და ფსიქოთერაპევტის კარლ გუსტავ იუნგის ცნობილი ნაშრომი „სინქრონულობა“ აღწერს მას როგორც სამყაროს მუდმივ შემოქმედებით პროცესს, რომელიც მოვლენებს აზრობრივ წესრიგში აწყობს და შეთანხმებულად მართავს ცხოვრების კანონზომიერებას „არაფიზიკური“ (არამიზეზობრივი) კავშირით, არამედ მათი შინაარსის მიხედვით. 
 
ანალიტიკური ფსიქოლოგიის კვლევა სინქრონში განვითარებულ მოვლენებზე, რეალურად შანს აჩენს სამყაროს კანონზომიერებამ თავად იზრუნოს ცხოვრებისეული წესრიგის დასამყარებლად. 
 
ქეროლინ კარლსონის დასმა შვეიცარელი მეცნიერის ნაშრომი თავისი ნაწარმოების იდეად აქცია და იგივე ლოგიკას და პრინციპს დააყრდნო საკუთარი დრამატურგია, სადაც ცეკვა იკვლევს   ალბათობის ჯადოსნურობას.   

შემოგვიერთდი Facebook-ზე