HAPPINESS STATION

13 ნოემბერი

ესპანელი რეჟისორის, დრამატურგის, ალფონსო X ელ საბიოს სამოქალაქო ორდენის კავალერის ნატალი მენენდესის 
„HAPPINESS STATION“ 
დახურული კლასი. დასწრება მხოლოდ მოსაწვევბით
(10,11, 12 ინტერაქტიული თეატრალური სავარჯიშოები)

alt
  
ინტერაქტიული თეატრალური ლაბორატორია ნატალია მენენდესის (ესპანეთი), ლეონარდო ეჩევერის (კოლუმბია) და ხიმანა ესკობარის (კოლუმბია) ხელმძღვანელობით გაიმართება რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში 10-13 ნოემბერს და დასრულდება 13 ნოემბერს დღის 15.00 საჯარო პერფორმანსით.
ადგილები შეზღუდულია: ვორკოფში ჩართული ადამიანების, მსახიობების, ოპერატორების, ფოტოგრაფების და თარჯიმნების 3 დღიანი მუშაობის შედეგს შეაფასებენ მოწვეული პროფესიონალები და თეატრის კრიტიკოსები. პროექტი ჩაიწერება მადრიდის ეროვნულ თეატრში დაგეგმილ გლობალურ 'Alegria Station'  სამონაწილეოდ. წარმოდგენის მნიშვნელოვანი ნაწილი  გადმოიცემა პირდაპირ ეთერში ფესტივალის ფეისბუქით. 
 
ნატალია მენენდესი თეატრისა და ტელემსახიობია.  თეატრალური დასის 10 & 10 Danza დრამატურგი, რომელიც პერიოდულად კითხულობს ლექციებს და ატარებს თეატრალურ მასტერკლასებს მსოფლიოს გარშემო: ევროპასა და ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. მისი კარიერის მანძილზე ნატალია დაჯილდოვდა ეროვნული პრიზებით  Medalla CELCIT, Premio Chivas 06, Premio Ojo Crítico, Premio Agora. სულ ახლახანს მას გადაეცა ალფონსო X ელ საბიოს სამოქალაქო ორდენი. იგი მადრიდის ხელისუფლების კულტურის დეპარტამენტის აღმასრულებელ საბჭოშია და Dd and Duskon თეატრალური დასის პროდუსერი.   
 

შემოგვიერთდი Facebook-ზე