ლევან ხეთაგურის მასტერკლასი ახალგაზრდა თეატრმცოდნეებისთვის

 
როგორ დავამკვიდროთ ჩვენი სიტყვა და აზრი პროფესიულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, შევქმნათ თეატრის მკვლევარისგან – ანალიტიკოსი, გამორჩეული ავტორიტეტი და სანდო რეპუტაციის მქონე პიროვნება კულტურის სფეროში
 
დასაწყისი 15.00 საათზე
 
რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზი
 
27 ოქტომბერი15.00
 
alt
 
როგორ დავამკვიდროთ ჩვენი სიტყვა და აზრი პროფესიულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, შევქმნათ თეატრის  მკვლევარისგან - ანალიტიკოსი გამორჩეული ავტორიტეტი და სანდო რეპუტაციის მქონე პიროვნება კულტურის სფეროში
 
სემინარის  თემა:
თეატრი და მისი ფენომენი
თეატრი და მისი თანამედროვე კვლევა
თეატრმცოდნის როლის გადაფასება
ისტორიის გადაფასება
კრიტიკა თუ პროცესების  ანალიზი
სათეატრო კვლევა
თეატრმცოდნე თუ პროვინციალი კრიტიკოსი
 
 
 
ლევან ხეთაგური, პროფესორი, დოქტორი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და თბილისის გურჯიევის ინსტიტუტის დირექტორი. იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების მსოფლიო ქსელის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი. უმაღლესი სათეატრო განათლების საერთაშორისო ექსპერტი.  80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და წიგნის ავტორი, მთარგმნელი, რედაქტორი. ევროპის კულტურის პარლამენტის, მოძრაობა ევროპის სულისთვის, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის და მრჩეველთა საბჭოს წევრი. ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ „კავკასიის“ პრეზიდენტი. ევროპის ფესტივალების ასოციაციის წარმომადგენელი კავკასიაში. მსოფლიო სათეატრო ქალაქების ალიანსის ერთერთი დამფუძნებელი დირექტორი  (ჩინეთი).

შემოგვიერთდი Facebook-ზე