მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა

რეჟისორი და ტექსტის ავტორი - ანდრი ჟოლდაკი
 
სცენოგრაფი - დანიელ ჟოლდაკი
 
კოსტიუმების მხატვარი - სიმონ მაჩაბელი
 
კომპოზიტორი – სერგეი პატრამანსკი.
 
 
 
სპექტაკლი განხორციელდა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის „საქართველო ევროპაში“ და პროექტ “Check In Georgia”-ს ფარგლებში
 
მონაწილეობენ: ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე და ლაშა გაბუნია.
 
 alt
 
პოსტდრამატული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლის, უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მონოგრაფია, უილიამ შექსპირის პიესის „მეფე ლირი“ დრამატული გააზრება,  კლასიკური დრამატურგიის გვერდით ახალი სათეატრო ფორმებისა და ტექსტის საფუძველი გახდა.
 
რეალური და ირეალური სამყაროს ზღვარზე გათამაშებული დრამა, შექსპირის ტრაგედიის მთავარ შეკითხვას „რომლის თქვენგანს მეტად ვუყვარვართ, რომ სიყვარულის კვალობაზედ მეც განგიწილოთ დიდება ჩვენი“ (თარმანი ივ. მაჩაბლისა და ილ.ჭავჭავაძის ) რეჟისორი 225 წუთის მანძილზე სპექტაკლის გრძნობად-სტრუქტურულ ღერძად აქცევს და მსოფლიო ლიტერატურული შედევრის  ინტერპრეტირებით დროის, სივრცის და მოვლანეთა საკუთარ ლოგიკურ რიგს კრავს.
 
დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ოთარ იოსელიანის, რობერტ სტურუას მემკვიდრეობით შექმნილ XX საუკუნის ქართულ კულტურასთან შეხვედრა უკრაინელმა რეჟიროსმა მთავარ გამოწვევად მიიღო XXI საუკუნეში და საკუთარი პასუხი კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ კონტექსტში  საავტორო განცხადებად აქცია.
 
ანდრი ჟოლდაკის წარმოდგენა „მეფე ლირი“ თეატრიდან კრიტიკაა თაობათა შორის გაუცხოებაზე, გულგრილობაზე, ეგოიზმზე, მატერიალიზმის დიქტატსა და  სიძულვილზე, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ ხშირად განსაზღვრავს თანამედროვე სამყაროს ცნობიერებას. იგი ადამიანის სულის, შემეცნების და გონების დიამეტრალურად განსხავვებულ მოძღვრებაზე გვიამობობს, შეუთავსებელს მორალის პრინციპებთან, ჰუმანიზმის, ღირსების, ადამიანის სიყვარულისა და პატივისცმემის მსოფლმხედველობასთან.
 
სპექტაკლში ყველა მიზანსცენა - მისტიფიკაციაა. რეალური მოქმედებები თეატრში ვითარდება და შემდეგ ისევ ბრუნდება რეალობაში. აქ დიდ როლს თამაშობს მსახიობების ცნობიერებაში არსებული ასოციაციები, ემოციები და მეხსიერება, რომელიც დადგმაში დამოუკიდებელი შინაარსის ხვეთრით წილს საგრძნობლად ზრდის. ამიტომაც მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რიგ ეპიზოდებში სათეატრო ტექსტი ინტერაქტიულია, იგი დასის მონათხრობის მოტივებზე შეიქმნა. რამაც ქართული თანამედროვე თეატრის ევოლუციურ-ექსპერიმენტულ პროცესს ახალი საუკუნის მაღალ-პროფესიული, მხატვრულად მოაზროვნე, ექსპრესიული დრამატურგია და ნაწარმოები შემატა. 
 
ანდრი ჟოლდაკის მეფე ლირი მის ქართულ ინტერპრეტაციაში ქალია, მდიდარი თავისი ისტორიებით, სამეფო ნანგრევებში, გაჭედილი ხლართებსა და მძვინვარებას შორის, რომელიც სამარადისოდ დაწყევლილია, რათა ახსოვდეს საკუთარი თავი.
 
 
 
ნუთუ რამეს გვიქადდა ეს იმპერია? ან მისი მემკვიდრეობა? ნეტავ რა ერგება მის სამეფოს, დიდება თუ დაცემა? ან რად აქცევენ მას მისი ქალიშვილები?  სიძეები? გულუბრყვილოები თუ სისხლში ამოსვრილნი, ღირსეულნი თუ განძარცვულნი. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ  ოჯახურ სიმდიდრეს ეძებენ და არა სიყვარულს!
 
 
 
ანდრი ჟოლდაკი
 
გამოჩენილი უკრაინული დინასტიის, ტობილვიჩ-ტარკოვსკის შთამომავალი, უკრაინიდან საბჭოთა კავშირის დიქტატს ახალგაზრდა ასაკში გაექცა. პროტესტმა მის შემოქმედებაში, მაღალმა ესთეთიურმა ხედვამ და ღრმა ინტელექტუალურმა ანალიზმა, ორთოდოქსული თეატრალური  ფომების მიღმა, ახალი სახელოვნებო ენის გაჩენასა და დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რაც დღეს  ანდრი ჟოლდაკის უნიკალურ ხელწერას თანამედროვე კლასიკის ხარიხსში აყენებს. 
 
ანდრი ჟოლდაკის ფიგურა მსოფლიო თეატრის რუქაზე ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლენად, მორიგ თეატრალურ სენსაციად და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შემთხვევად აღიქმება. იგი დაჯილდოვებულია იუნესკოს პრიზით  თეატრის განვითარებისათვისათვის შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო რეჟისორის ტიტულით მაკედონიაში, ფინეთში, რუმინეთში. ასევე რუსეთის მთავარი თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატია 2017, 2014 წლებში როგორც საუკეთესო რეჟისორი.
 
მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო მეტრის პრაქტიკისათვის, ქართული სათეატრო სკოლა უაღრესად ნოყიერი ნიადაგია.  ახალი ენის სინთეზი კი უახლესი ქართული თეატრისთვის სამომავლო ორიენტირი ოცდამეერთე საუკუნეში.
 
 
 
მხარდამჭერები:
 
უკრაინის საელჩო, ლოგო ვექტორში
 
საქართველოს კულტურის პალატა, ლოგო ვექტორში
 
სადაზღვევო კომპანია „არდი“, ლოგო ვქეტორში
 

შემოგვიერთდი Facebook-ზე