საუბრები თანამედროვე ესპანურ თეატრზე

 
"მეტატარსუს თეატრის“ და ალკალას “Corral de Comedias” დირექტორისა და რეჟისორის, მადრიდის კუმპულტენსე უნივერსიტეტის პროფესორის,
დარიო ფაკალის სემინარი 
რუსთაველის თეატრის 'სტუმრების ოთახი'   

22 ოქტომბერი 15.00 სთ

alt
 
„ესპანური კულტურის ფოკუსის“ ფარგლებში გაიმართება საჯარო საუბრები – კონფერენცია თანამედროვე ესპანურ თეატრზე მეტატარსუს თეატრის“ და ალკალას “Corral de Comedias” დირექტორთან და რეჟისორთან, მადრიდის კუმპულტენსე უნივერსიტეტის პროფესორთან, დარიო ფაკალთან. რომელსაც წინ უძღვის პრეს კონფერენცია “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი კოლექტივთან” ექსპერიმენტულ თეატრალურ ლაბორატორიასთან ‘დრაფტ ინ’ (Meine Seele S.L)  
 
დარიო ფაკალმა ესპანეთის სამეფო დრამატული აკადემიის დამთავრების შემდეგ, კინორეჟისურის შესწვალა ნიუ იორკის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც 1831 წელს ა.შ.შ სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელმა ალბერტ გარატინმა დააფუძნა და მის კურსდამთავრებულებს შორის არიან ვუდი ალენი, მარტინ სკორსეზე, ოლივერ სტოუნი და ა.შ. აქ შეძენილი ცოდნით დარიომ პედაგოგის პროფესიით განაგრძო კარიერა იტალიაში ცნობილ ევროპის დიზაინის ინსტიტუტში (The Istituto Europeo di Design), Work in Progress Studio, London, რომელიც BAFTA -ს მიერ არა ერთხელ გახლდათ დაჯილდოვებული. შენდეგ მადრიდში დაუბრუნდ. აქ მადრიდის კუმპულტენსე უნივერსიტეტის Complutense Universidad Madrid პროფესორი გახდა, სადაც დრამატურგიას, სამსახიობო ოსტატობასა და რეჟისურას ასწავლის. 
 
რეჟისორის კარიერა კი წარმატებით გააგრძელა მადრიდში და რა მხოლოდ. მან წარმოდგენები დადგა ბერლინის Volksbühne თეატრში, პერუში British Theater, Lima, იტალიაში და ა.შ. 2017 წლიდან იგი „კომედიას დე ალკალას“ რეჟისორია და კარლოტას ფერერთან ერთად არა ერთი თეატრალური თავგადასავლის ავტორი. მისმა უკანასკნელმა პრემიერამ - პედრო კანტალეჯოს ადაფტაციამ უილიამ შექსპირის პიესისა „ჰამლეტი“, რომელსაც მხოლოდ ქალები ასრულებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.  

შემოგვიერთდი Facebook-ზე