მოგესალმებით!

alt


მოხარული ვართ გაცნობოთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას  ქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.

1997 წელს მშვიდობის დასამყარებლად ოპტიმიზმით გადადგმული გაბედული ნაბიჯით, საერთაშორისო დირექტორატმა პირველი ხელოვნების ფესტივალი დააფუძნა კავკასიის რეგიონში.  22 წლის შემდეგ GIFT-„საჩუქარი“  გავლენიან საერთაშორიშო პლატფორმად ჩამოყალიბდა , სადაც რეგიონის აუდიტორია საუკეთესო სახელოვნებო ნიმუშებს ეცნობა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალმა ხელოვნება ევროპული ფასეულობების, დემოკრატიის, სოციალური თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლიანობის დამცავ საშუალებად აქცია.

ფესტივალი „საჩუქარი“ აერთიანებს ხელოვანებს, ზოგად აუდიტორიას, ხელოვნების მოყვარულებს, მოგზაურებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ყოველ შემოდგომაზე, რაც თავის მხრივ ქართულ აუდიტორიას მსოფლიო  დისკუსიის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცევს.

ფესტივალი „საჩუქარი“ ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია (EFA / European Festival Association), რომელიც ჟენევაში 1952 წელს დაფუძნებული ხელოვნების ფესტივალების 
ყვლაზე ხანგრძლივი ქსელია, საერთაშორისო ფესტივალების შემქნელებსა და დამფუძნებლებს ევროპული პოლიტიკის შემუშავებისას მონაწილეობის საშუალებას
აძლევს. როგორც ევროპის საფესტივალო საზოგადოების წევრი, ფესტივალი 
საჩუქარი“კულტურის სფეროში ევროპული პარტნიორობის თანამედროვე  შესაძლებლობების წარმოჩენას უჭერს მხარს. 22 წლის მანძილზე ჩვენმა ფესტივალმა ქვეყნის მაშტაბით დაიმკვიდრა სოციალურად აქტიური როლი და რეპუტაცია, ქალაქის ტრადიციად იქცა და საერთაშორისოდ ცნობილი მასპინძელი გახდა. 

ჩვენი ფესტივალის ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის გარდა, ტრადიციულად, ჩართულიაიტალიის, ნორვეგიის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის კულტურის სამინისტროები და სახელოვნებო ორგანიზაციები. საერთაშორისო  ინვესტიცია ფესტივალში „საჩუქარი“ ბოლო 5 წლის მანძილზე 500.000 ლარს აღწევს, რაც ჩვენდამი საერთაშორისო ნდობის მაჩვენებლია.

„საჩუქარი“ საქართველოს სახელოვნებო ორგანიზაციაში უპრეცედენტო საერთაშორისო ინვესტიციის იშვიათი მაგალითია. ამასთან ერთად, ფესტივალი ყოველწლიურად სთავაზობს თავის მაყურებელს კონკრეტული ევროპული ქვეყნის კულტურულ მიმოხილვას, რაც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხელოვანებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს საკუთარი შეხედულება, შეფასება და სამომავლო პერპექტივები განსაზღვრონ, როგორც სახელოვნებო, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით; რადგან ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობები და მობილურობა სულ უფრო ვითარდება.

 

 2019 წელს ფესტივალი „საჩუქარი“, ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან Acción Cultural Española თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ესპანურ ფოკუსს.  Acción CulturalEspañola ესპანეთის სახელმწიფო სააგენტოა, რომელიც ხელს უწყობს ესპანური კულტურის პოპულარიზაციას,როგორც ესპანეთში, ასევე საზღვარგარეთ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ესპანეთის მდიდარი და მრავალეროვანი მხატვრული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შემოქმედებითი სექტორის ინტერნაციონალიზაციას.  

 

09.09.2019

შემოგვიერთდი Facebook-ზე